თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

კარანტინის პირველი მსხვერპლი ბრიტანეთში - 69 წლის მამაკაცმა 67 წლის მეუღლე მოკლა

სამხრეთ უელსში, 69 წლის ენტონი უილიამსს 67 წლის მეუღლის, რუთ უილიამსის მკვლელობაში ადანაშაულებენ. იგი სასამართლოში დაიბარეს და რამდენიმეწუთიანი განხილვის შემდგომ დააპატიმრეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. წყვილს შვილები და შვილიშვილები ჰყავთ, რომლებიც გასვენებას კარანინის გამო ვერ დაესწრებიან.
დანაშაულის მიზეზი და მოკლულისთვის ზიანის მიყენების მეთოდი ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

სუპერმარკეტ ASDA-ს ყოფილი თანამშრომელი რუთი დილის 7 საათზე უგონო მდგომარეობაში იპოვნეს. მეზობლებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მას ჭრილობები რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა მიყენებული. რუთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტრაგედია მოხდა რეგიონში, რომელიც კორონავირუსით ერთერთი ყველაზე დაზარალებულია ბრიტანეთში. ადგილზე მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

მეზობლები მომხდარით შოკირებულები არიან.

"როგორც ჩანს, ხალხი, რომელიც დიდი დროის განმავლობაში სახლში არიან ჩაკეტილი, დიდ სტრესს განიცდიან," - აცხადებს ერთერთი მეზობელი.
ადგილობრივი ფსიქოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება და ცდილობენ მათი პრევენცია მოახდინონ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა