თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

სასიხარულო ამბავი: ბათუმში COVID 19-ით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა შესაძლოა კლინიკა ხვალ დატოვოს

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ბათუმის "მედალფაში" მკურნალობდა, ვირუსის სიმპტომები აღარ აქვს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენეტის დაინფიცირებიდან ორი კვირა გავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს განმეორებითი ტესტი ხვალაც ჩაუტარდება და თუ ორივე პასუხი იქნება უარყოფითი ის კლინიკას დატოვებს.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა