თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

პაციენტი, რომლის მდგომარეობაც ყველაზე მძიმე იყო გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკიდან გაეწერება – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით ქალი, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტად მოიხსენიებოდა განიკურნა და დღეს კლინიკიდან გაეწერება.



რატიანი აცხადებს, რომ ის იყო დამძიმებული ანამნეზით და 97%-ით ეს შემთხვევა უნდა დასრულებულიყო ლეტალურად.




„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენს კლინიკაში იწვა ყველაზე მძიმე პაციენტი მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს იყო ქალბატონი. ის იყო დამძიმებული ანამნეზით და 97%-ით ეს შემთხვევა უნდა დასრულებულიყო ლეტალურად, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს არის კიდევ ერთი ქართული მედიცინის გამარჯვება და ქალბატონი გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება დღეს სახლს. ეს რა თქმა უნდა კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა“ – აცხადებს ლევან რატიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა