თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

იმნაძე ინფიცირებულ ექიმზე: "ჩემი კოლეგა არის გმირი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ამ პაციენტისთვის მოევლო"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძე აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმს გმირს უწოდებს.
იმნაძის თქმით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ პაციენტისთვის მოევლო.

"ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავდებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული, ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ამ პაციენტისთვის მოევლო. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა მან ვერ შეძლო, რომ ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან", - განაცხადა იმნაძემ.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კორონავირუსით ექიმი დაინფიცირდა. ის ბათუმში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა