თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

"გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებენ?" - რას ამბობს პაატა იმნაძე

ქართველი ინფექციონისტები ფიქრობენ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდის გამოყენებაზე - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით გამოჯანმრთელებული ადამიანი, რათა მათი სისხლი გამოყენებულ იქნას მძიმე პაციენტებთან.

„გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდს ჩვენ სხვა დაავადებებთანაც ვიყენებთ. ბოლოს გამოვიყენეთ ე.წ. ყირიმ-კონგოს ცხელების სამკურნალოდ. მაგრამ ამას სჭირდება ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი, რომ შემდეგ ის გამოიყენო მძიმე პაციენტებზე. ამაზე ჩვენი ინფექციონისტი კოლეგები ფიქრობენ უკვე", - ამბობს პაატა იმნაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა