თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

"კომუნალური ვაუჩერის გაცემა სწორი მიმართულების ნაბიჯია, მაგრამ არა საკმარისი"- რა შეღავათების შემოღებას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფფლებას

"ევროპული საქართველოს" ლიდერი კომუნალური ვაუჩერის გაცემას ეხმაურება და ამბობს, რომ კომუნალურების დაფინანსება კარგია თუმცა არასაკმარისი.
ბაქრაძე ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად, ხელისუფლებას დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ასეთია სახელფასო კომპენსაციის გაცემა, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა სამსახური, ან უვადო შვებულებაში გაუშვეს.

ერთჯერადი დახმარების გაცემა სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ფენებისთვის

საპენსიო შენატანების გაჩერება წლის ბოლომდე და უკვე არსებული თანხების გატანის შესაძლებლობის მიცემა მოქალაქეებისთვის

გადასახადების შემცირება და მათ შორის წელს, საშემოსავლო და ქონების გადასახადების განულება

მისი თქმით, მსგავს გეგმას ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს მას.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ კომუნალური გადასახადები ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა