თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

ბრიტანეთში კორონავირუსი ახალგაზრდებს უტევს- 13 წლის არასრულწლოვანი და 19 წლის თინეიჯერი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით გარდაიცვალნენ

კორონავირუსის გავრცელება უკანასკნელი დღეების განმავლობაში მასშტაბურად იმატებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით მომძლავრდა ახალგაზრდა ასაკის ადამიანთა გარდაცვალების ფაქტები ევროპაში. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ ადრე გაჟღერებული მოსაზრება რისკ ჯგუფებში ახალგაზრდების არ ყოფნის შესახებ თანდათან ბათილდება, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს ბრიტანეთში კოვიდ 19-ით ორი ახალგაზრდის, 13 წლის არასრულწლოვნისა და 19 წლის თინეჯერის გარდაცვალება.

13 წლის გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ისმაილ მოჰამედ აბდულვაჰაბი საავადმყოფოში ხუთშაბათს მოათავსეს მწვავე რესპირატორული სიმპტომებით- მას სუნთქვის პრობლემები აღენიშნებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა, რის შემდეგადაც იგი კომაში ჩავარდა და სიცოცხლისთვის რამდენიმე დღიანი ბრძოლის მიუხედავად, იგი ორშაბათს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს არ აღენიშნებოდა არც ერთი ქრონიკული თანმდევი დაავადება, რაც შესაძლოა, განმაპირობებელი ყოფილიყო კოვიდ 19-ის მარტივი განვითარებისთვის.

SKYNEWS-ი წერს აგრეთვე 19 წლის დი ნიკოლას შესახებ. იგი შეფმზარეულის თანაშემწე იყო. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული უწყების თქმით, არც მას აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადების თანმდევი სიმპტომები. ახალგაზრდას მწვავე პნეუომონიური ნიშნები განუვითარდა - მას შემდეგ რაც კომაში ჩავარდა, იგი საავადმყოფოში მიყვანიდან 30 წუთში გარდაიცვალა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა