თეგებით ძიება

თვის ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს აპრილში

ამ თვეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახურ ატმოსფეროს და, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო სახლში დარჩენას გვირჩევენ.

ასტროლოგების პროგნოზით, აპრილი საკმაოდ მშვიდი თვე უნდა იყოს, მაგრამ ვარსკვლავებისა და პლანეტების ქცევამ შეიძლება გაზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლას მოისურვებენ. ყველაზე მეტად ამ თვეში გაუმართლებს ზოდიაქოს რომანტიკულ და მოსიყვარულე ნიშნებს.

სახლში დარჩენასა და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარებას, მთავრობისა და მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციების გარდა, ასევე ასტროლოგებიც გვირჩევენ.

21–ე საუკუნეში, როდესაც კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს, ეს არცთუ ისე რთულია. იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში, გაიცანით ადამიანები, დამეგობრდით და შესაძლოა თქვენი მომავალი სიყვარულიც თავდაპირველად სწორედ ვირტუალურ სამყაროში გაიცნოთ.

ვერძი

ვერძებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება, გამოჩნდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის ახალი გზები. რაც მთავარია, მათ გვერდით იქნება ფინანსური იღბალი. ამასთან ერთად გამოჩნდებიან ახალი არაკეთილმოსურნეებიც, თან, ისინი ფარულად იმოქმედებენ.

დანარჩენ შემთხვეებში გაზაფხულის მეორე თვე ძალზე პოზიტიური და მშვიდი იქნება. სჯობს, არ გარისკოთ და არ დაიწყოთ ახალი საქმეები. ასტროლოგები გირჩევენ, ხშირად დაეყრდნოთ ინტუიციას და გარშემომყოფების რჩევებს ნაკლებად მოუსმინოთ.

კურო

აპრილი თქვენთვის, შესაძლოა, „ამერიკულ მთებს“ დაემსგავსოს. მუდმივად იქნება აღმასვლები და ვარდნები, კარგ განწყობას ცუდი ჩაანაცვლებს, რაც ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. იმისთვის, რომ იღბალი შეინარჩუნოთ, მთავარია, არ დაკარგოთ საკუთარი თავი რწმენა.

როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები ცუდ განწყობაზე იქნებიან, შეიძლება თქვენი პროდუქტიულობაც დაზარალდეს. ზოგჯერ სტანდარტული საქმეების გადაწყვეტისთვის მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. თვის ბოლოს შესანიშნავი დრო იქნება შვებულების ასაღებად. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა, შეგიძლიათ იმოგზაუროთ კიდეც.

ტყუპი

ტყუპებს აპრილში უფრო მეტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რაც, დიდი ალბათობით, არ მოგეწონებათ. ამოცანას შეგიმსუბუქებთ ინტუიცია, რომელიც აპრილში გამძაფრდება. დაეყრდენით ინტუიციას, საკუთარ გამოცდილებასა და სიბრძნეს, ხოლო გარშემომყოფების რჩევებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

ეს თვე მოულოდნელი მოვლენებით სავსე იქნება. ყველაფრისთვის წინაწარ ვერ მოემზადებით, ამიტომ ზოგჯერ კრეატიულობა დაგჭირდებათ. კარგი დროა წავლისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის. განსაკუთრებით გაუმართლებს მომსახურებისა და კონსულტაციების სფეროში დაკავებულ ტყუპებს. შესაძლოა, დამატებითი შემოსავალიც მიიღოთ.

კირჩხიბი

თვის დასაწყისში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უსიამოვნებები და უთანხმოებები. თუ ნეგატივის ნაკადს შეაჩერებთ, 9–10 აპრილიდან ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
შესანიშნავი დროა საკუთარ თავზე მუშაობისთვის. თვის დასაწყისში ასევე სირთულე იქნება სამუშაო საკითხებში. სჯობს, განაცალკევოთ საქმეები და ოჯახი და სახლზე სამუშაოსგან დაგროვებული ნეგატივი არ გადაიტანოთ. გჭირდებათ მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა.

ლომი

ლომები დამოუკიდებელი უნდა იყოთ, არავის სთხოვოთ დახმარება და საკუთარი ვალდებულებები სხვებს არ გადააბაროთ. ამან, შესაძლოა, სახლში კონფლიქტები გამოიწვიოს. აპრილში ყველაზე მეტად გაუმართლებს შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს, ასევე ყველას, ვისი საქმეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად.

სიყვარულში მეტი სიმტკიცის გამოჩენა აჯობებს, მაგრამ ზედმეტად მომაბეზრებელი არ უნდა იყოთ. ეს ეხება ყველას – ვინც ეძებს სიყვარულს და ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი. ყურადღება გმართებთ რამის ყიდვისას. მეტად იფიქრეთ დადებითზე, ვიდრე უარყოფითზე.

ქალწული

აპრილი იდეალური დროა ახალი წამოწყებების, ახალი ცოდნის მისაღებად, უცხო ენების სწავლისთვის. უარი არ უთხრათ ახლობლებსა და მეგობრებს დახმარებაზე. თვის მეორე დეკადა იდეალური დრო იქნება შემოქმედებითი მუშაობისთვის.
სასწორი

აპრილის პირველივე დღეებიდან თქვენთვის ფინანსური ნაკადები გაიხსნება. ეს ნიშნავს, რომ გელოდებათ დიდი წარმატებები მუშაობაში, ბიზნესში. თვის მესამე დეკადაში მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახსა და ახლობლებს.

აპრილის ბოლო კარგი პერიოდია თვალსაწიერის გაფართოების, ახალი ცოდნის მიღების, სწავლის, სამეცნიერო პროექტებზე მუშაობისთვის. თვის განმავლობაში რეკომენდებულია ინიციტივის გამოჩენა. არის საკმაოდ ხელსაყრელი თვე, ამიტომ არ ღირს უსაქმოდ ჯდომა.

მორიელი

თქვენთვის ძალზე იდუმალი და არაპროგნოზირებადი თვეა. ახლობლები დაგეხმარებიან, რომ მოიპოვოთ თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი. ხშირად მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, არ ინერვიულოთ, თავი აარიდეთ სტრესულ ვითარებებს, დაისვენეთ. წაგადგებათ ფიზიკური აქტიურობა, თუ შესაძლებელია, სუფთა ჰაერზე სეირნობა.

მშვილდოსანი

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვის დასაწყისი იქნება. ბევრი საინტერესო რამ შეიძლება მოხდეს პირველივე რიცხვებში. იდეალური დროა ფულის დახარჯვისა და ფინანსური ინვესტიციებისთვის. შესაძლებელია, შეხვდეთ ცხოვრების სიყვარულს, ან არსებულ პარტნიორთან ურთიერთობები სხვა დონეზე გადაიყვანოთ.

საქმიანობაში მოერიდეთ კონფლიქტებს – ამან, შესაძლოა, გეგმები ჩაგიშალოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ურთიერთობები სასიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ და მოერიდოთ ნეგატიურად განწყობილებს.

თხის რქა

თხის რქებისთვის დგება პერიოდი, როდესაც აწმყოსა და მომავლის შეცვლა სიტყვისა და აზრის ძალით შეიძლება. თქვენი ენერგეტიკა მკვეთრად მოიმატებს და ეს თითქმის თვის ბოლომდე გაგრძელდება. კარგი დროა გამოცდილების გაზიარებისთვის, რომანტიკისთვის.

აპრილის პირველ და ბოლო დღეებში, შესაძლოა, ახლობლების მხრიდან გაუგებრობას წააწყდეთ. ამასთან, მათ, შესაძლოა, ახალი მტრები და არაკეთილმოსურნეები გაუჩნდეთ. მოგიწევთ მეტი მოქნილობის გამოჩენა, რომ არავის აწყენინოთ. ჩხუბი იოლია, შერიგება კი – რთული.

მერწყული

აპრილი თქვენთვის გაზაფხულის ყველაზე მშვიდი თვე იქნება. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაისვენოთ, ზომიერად აკეთოთ საქმეები, მსუბუქად გაერთოთ. სამსახურში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.

ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე მწვავე რეაგირება არაა საჭირო. აპრილში ნეგატიური ემოციები ბევრ პრობლემას მოიტანს, რაც ნამდვილად ზედმეტია. ვარსკვლავებისა და პლანეტების ჰარმონიული ურთიერთობები გადაწყვეტილებების უფრო მარტივად მიღებაში დაგეხმარებათ.

თევზები

თევზები აპრილში მეტად უნდა ენდოთ ინტუიციას. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, სხვისი პრობლემებით არ დაიმძიმოთ თავი. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ უსიამოვნებებს, გაუგებრობებს და იყავით რამდენადმე ეგოისტი. ეს ყველა მწვავე პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.
მიზნების მიღწევისთვის გონივრულობა და სიფრთხილე გჭირდებათ. ამბიციები კარგია, მაგრამ მათმა სიჭარბემ, შესაძლოა, გეგმების ჩაშლა გამოიწვიოს. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა