თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით 1 მლნ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ბუნებრივი გაზის გადასახადზე - 671 ათასი - ცქიტიშვილი

ვიცე პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა,მთავრობის ინიციატივა, რომელიც მოქალაქეთათვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ცქიტიშვილმა ახსნა, აბონენტების რა კატეგორიას ეკუთვნის შეღავათი და რამდენ ოჯახს შეეხება ის.

„ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას პირველ რიგში იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც შეექმნათ პრობლემა საქართველოში ამ განსაკუთრებული ვითარების გამო, პანდემიის, ეპიდემიის გამო. გარდა იმ ზომებისა, რომელიც უკვე მიიღეთ, ამ ეტაპზე, შეთავაზებული იქნა იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება თვეში 200 კილოვატს და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 მლნ 200 ათასი, მათ სახელმწიფო მარტის, აპრილისა და მაისის დარიცხულ გადასახდს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მლნ 200 ათასი ოჯახი, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება თვეში არ აღემატება 200 კილოვატ საათს. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება თვეში 200 კუბურ მეტრს არ აღემატება, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დარიცხულ გაზის გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა