თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

სექსი და კორონავირუსი - რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ

ხშირად ისმის კითხვა, შეძლება თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს კორონავირუსით სექსის დროს? BBC-მ ამ კითხვით სპეციალისტებს მიმართა. გთავაზობთ მათ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.
თუ თქვენ პარტნიორთან ერთ სახლში ცხოვრობთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თვლიან სპეციალისტები. იმ შემთხვევაში თუ ერთერთ პარტნიორს COVID-19-ის სიმპტომები აღმოაჩნდა, აუციელბელია მინიმუმ 2 მეტრის დისტანციის დაცვა, უმჯობესია სხვადასხვა ოთახებში ყოფნა და მისგან იზოლირება.

თუნდაც სიმპტომები სუსტი იყოს, იზოლირება აუცილებელია, რადგან, შესაძლოა კორონავირუსი ერთმა ადვილად გადაიტანოს, მაგრამ მეორეს, ვისაც ის გადასდებს ვირუსს, მისი ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე, COVID-19-ის უფრო მძიმე ფორმა განუვითარდეს.
რაც შეეხება ახალი პარტნიორის გაჩენას, მედიკოსები გვირჩევენ, რომ რაც არ უნდა მარტოსულად გრძნობდეთ თავს, ეს დღეს მიზანშეწონილი არ არის.

ვითარება ისეთია, რომ ადამიანს შეიძლება თავად არ დაემართოს კორონავირუსი, მაგრამ იყოს მისი გადამტანი. ამის გამო ყოველგვარი მჭიდრო კონტაქტი, კოცნა ამ პერიოდში დიდ რისკს შეიცავს. მეტიც, ადამიანმა, რომელსაც გასული თვის განმავლობაში მსგავსი კონტაქტი ჰქონდა და კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, აუცილებლად უნდა ჩააყენოს პარტნიორი საქმის კურსში. თუ შეიტყვეთ, რომ თქვენს პარტნიორს კორონავირუსი აქვს, სასრაფოდ უნდა გადახვიდეთ თვითიზოლაციის რეჟიმში.

ზოგადად, პანდემიის პირობებში სექსუალური აქტი, მისი პროცესიდან გამომდინარე სახიფათოა. კოცნა, მოფერება ინტენსიური შეხება, სასქესო ორგანოიები, ეს ყველაფერი ვირუსის გადატანის რისკს შეიცავს. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანმა უნდა გადახედოს თავის სექსუალურ ცხოვრებას.

განსაკუთრებით აუცილებელია იზოლაციის პირობების დაცვა თუ პარტნიორები სხვადასხვა მისამართზე ცხოვრობენ. ჯობია ერთმანეთთან ახლო კონტაქტი არ გქონდეთ, სანამ პანდემია არ გადაივლის.

სპეციალისტების აზრით არსებობს ერთი ფაქტორიც. პარტნიორებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ და შემთხვევით ერთად აღმოჩნდნენ კარანტინშ შესაძლოა ფსიქო-სექსუალური შეუთავსებლობა დაეწყოთ - ადამიანებს სხვადასხვა ლიბიდო აქვთ და შესაბამისად, შესაძლოა სექსისადმი მოთხოვნილებაც განსხვავებული იყოს, ერთს უნდოდეს კავშრი და მეორეს არა. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათ ერთმანეთთან ეს საკითხი თავიდანვე მოაგვარონ, რომ ურთიერთობა ჩხუბით არ დასრულდეს.

კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრების ბევრი წესი შეცვალა. ბუნებრივია, უნდა შეიცვლოს სექსისადმი დამოკიდებულებაც. სექსუალური ურთიერთობები ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს და არ არის აუცილებელი რომ ეს განცდა, შემდგომ სინანულად ან საერთოდ მწუხარებად გადაიქცეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა