თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირებულმა მამაკაცმა სამშობიაროში მეუღლის მონახულების გამო დაავადების სიმპტომები დამალა

ნიუ-იორკელმა მამაკაცმა აღიარა, რომ იგი კორონავირუსის სიმპტომებს მალავდა იმისთვის, რათა თავისი მეუღლე სამშობიარო განყოფილებაში მოენახულებინა.

უცნობი მამაკაცის თქმით, მან იცოდა, რომ იგი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და გადაწყვიტა დაემალა თავისი სიმპტომები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნებოდა მეუღლის მონახულების უფლება. მან მხოლოდ მას შემდეგ აღიარა კოვიდ 19-ის სიმპტომების შეგრძნება, რაც მისმა ცოლმა იმშობიარა და ანალოგიური სიმპტომები ქალსაც აღენიშნა.

მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ შეიტყო ინციდენტის შესახებ, ისინი დაიწყებენ ყველა ვიზიტორის შემოწმებას ტემპერატურაზე, რათა მომავალში მსგავსი მოვლენები თავიდან აირიდონ და ვირუსის გავრცელების შეჩერება მოახდინონ. ჰოსპიტალის გადაწყვეტილებით, ყველა პაციენტს , მნახველს და მომუშავე პერსონალს მოეთხოვება, რომ ატარონ სამედიცინო პირბადეები დაწესებულებაში გადაადგილებისას.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის ვირუსით აშშ-ში 190 000-მდე ადამიანია დაავადებული, რომელთაგან 4059 ფატალური შემთხვევის გამოწვევი აღმოჩნდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა