თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში აგრარული ბაზრები დაიხურება - სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, აგრარულ ბაზრებს არაერთი გაფრთხილება მიეცა, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალური დისტანციასა და სხვა რეკომენდაციებს.

მისი თქმით, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ - ამის შესახებ

"სამწუხაროდ, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული. რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდე ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკს და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა და დისტანციას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა