თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

ეკონომიკისა და ჯანდაცვილს სისტემის დასახმარებლად გამოყოფილი 2 მილიარდ 351-მილიონი ლარი : "ჩვენ ამას გეგმას ვერ ვუწოდებთ"- რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას

ეკონომიკისა და ჯანდაცვილს სისტემის დასახმარებლად გამოყოფილი 2 მილიარდ 351-მილიონი ლარი და მთავრობის ანტიგრიზისული გეგმა - ოპოზიციის შეფასებით, პრემიერისა და ვიცე პრემიერის მიერ გაკეტებული განცხადებები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ანტიკრიზისული გეგმა, რომლითაც მათ უნდა იმოქმედონ.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი დგამს სპონტანურ ნაბიჯებს რაც სერიოზულ პრობლემას შეუქმნის 2020 წლის ბიუჯეტს.
რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ე.წ კომუნალური ვაუჩერები არ არის საკმარისი და აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ფინანსურად დაეხმაროს მოსახლეობას.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს გეგმა. მისივე განმარტებით ასეთ დროს საჭიროა, ახალი ახალი პოლიტიკის შემუშავება და უნდა აისახოს, რომელი გადასახადებიდან რა ოდენობის თანხა აკლდება ბიუჯეტს.

"ჩვენ ამას გეგმას ვერ ვუწოდებთ, ეს უნდა აისახოს კონკრეტულად რომელი გადასახადებიდან რა დააკლდება ბიუჯეტს, ტოტალური ეკონომიაა საჭირო. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შემუშავდეს. აი ამ ვირუსმა ასე ვთქვათ, 8 წლიანი უსარგებლო, ჩამყაყებული ბიუჯეტი უნდა დაანგრიოს და ადამიანებმა უნდა დაიბრუნონნ კარგი პროექტების სახით, საკუთარი შეტანილი ფული. ფული რომელიც კომუნალური გადასახადების სახით შედის, ესაა ხალხის ფული და ეს არც კალაძის და არც გახარიას მოწყალება არაა" - აცხადებს გოცირიძე.


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იიფიქროს დამატებით ნაბიჯებზე, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლება ფინანსურად უნდა დაეხმაროს მოსახლეობას.

"მიგვაჩნია, რომ არაა საკმარისი, ასე რომ ხელისუფლებას ვთავაზობთ იფიქროს დამატებით ნაბიჯებზე, როგორიც არის სახელფასო კომპენსაციის გაცემა, მათთვის ვინც სამსახური დაკარგა ან უვადო შვებულებაშია, ერთჯერადი დახმარების დარიგება ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობისთვის და საპენსიო შენატანების გაჩერება წლის ბოლომდე და გადასახადების შემცირება და საშემოსავლო და ქონების გადასახადების გაჩერება" - აცხადებს დავით ბაქრაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა