თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადამოსვლას მხოლოდ 15 ადამიანი დაესწრება

კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო წმინდა ცეცხლის გადამოსვლის ცერემონიას იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში სულ 15 ადამიანი დაესწრება. გადაწყვეტილება იერუსალიმის საპატრიარქომ ცოტა ხნის წინ მიიღო და ამ ფაქტის შესაბამისად, კონკრეტული შეზღუდვებიც წესდება.

როგორც ცნობილი ხდება, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება. ოფიციალური იერუსალიმის გადაწყვეტილებით, ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ სასულიერო პირები პოლიციის ესკორტების თანხლებით ბენგურიონის საერთაშორისო აეროპორტში გადაიტანენ. ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მოუწევთ, რომ ამ პროცესს დაელოდონ თვითმფრინავებში. ამ ეტაპზე ცნობილია რომ ისრაელში წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად რეისები დანიშნულია რუსეთიდან , უკრაინიდან და საბერძნეთიდან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა