თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ისეთი ანტისხეულები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს

ჩინელმა მედიკოსებებმა აღმოაჩინეს ანტისხეულები, რომელსაც აქტიურად იყენებენ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.

ჩინური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსები ცდილობენ, რომ გაარკვიონ რა შეიძლება იყოს გამოსავალი კორონავირუსთან საბრძოლველად-ისინი აქტიურად ატარებენ ცდებს ანტიგენების შესახებ და იკვლევენ იმ ადამიანების ორგანიზმებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს კორონავირუსი და მათ ბიომასალაზე დაყრდნობით აწარმოებენ კვლევებს.

პეკინის სინგუას უნივერსიტეტის პროფესორმა, ჩან ლინჩიმ განაცხადა, რომ მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა ანტიბოდები, რომელიც ეფექტურად აფერხებს კოვიდ 19-ის ვირუსული ნაწილაკების გავრცელებას ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში. მისი განცხადებით, აღნიშნული ანტისხეულები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლების დასამზადებლად.

„ანტისხეული, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეფექტური იყოს კოროანვირუსით დაავადებული პაციენტების განსაკურნად. პირველ 20 ანტისხეულზე ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენეს, რომ მათი წყალობით, კორონავირუსის გავრცელება ორგანიზმში ფერხდება. ვფიქრობ, ეს ის არის, რასაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ვეძებდით-ამ ანტისხეულების შესახებ მსოფლიოს პირველებმა ჩვენ ვამცნეთ“ - აცხადებენ ჩინელი მკვლევარები და მედიკოსები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აწარმოებენ დაკვირვებას ვირუსზე და ცდილობენ სამკურნალო პრეპარატების დამზადებას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა