თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

კორონავირუსი ქართველ სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდგინდა

მამა სპირიდონ ნარსია ნიუ-იორკში მსახურობს.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, საბა ინწკირველის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს, სპირიდონ ნარსიას დაუდასტურდა. ის ნიუ-იორკში მსახურობს.

„სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი.

გადაივლის ეს განსაცდელი ჩვენზე, მაგრამ ეს განსაცდელი კიდევ ერთხელ მოგვცემს მაგალითს, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ და რა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ერთმანეთის წინაშე. პირველ რიგში სასულიერო პირების პასუხისმგებლობა თქვენდამი მსახურებაში გამოიხატება. ნებისმიერ განსაცდელს გადავიტანთ, თუ გვექნება პასუხისმგებლობა და ამა თუ იმ განსაცდელის დროს.

ეს განსაცდელი არაერთი ქართველის ოჯახს შეეხო ჩრდილოეთ ამერიკაში. გთხოვთ, რომ დავდგეთ ერთმანეთის გვერდზე. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, რომ დამიკავშირდეთ, დაუკავშირდეთ სასულიერო პირებს და ჩვენ შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით. გითხარით, რომ პროდუქტის ნაწილი გვაქვს მარაგში, რომელიც საელჩომ ჩამოიტანა ჩვენთან და გთხოვთ, რომ გადასცეთ სხვებსაც, რომ გაგიწევთ დახმარებას“, - აღნიშნავს მეუფე საბა.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა დეკანოზ იოსებ მინდიაშვილსაც.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა