თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილელბებიდან აღსრულების შეზღუდვის მუხლი ამოიღეს - საიას განცხადება

საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის დადგენილებაში შესულ ცვლილებებს ეხმაურებიან ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

სასიას კითხვები აქვს დადგენილებიდან მე-12-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს პირის მიმართ სააღსრულებო უფლებებს უზრუდავდა.

საია, ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მოხდეს შესაბამისი აქტ(ებ)ის მიღება, რომელიც საგანგებო ვიტარების პირობებში, პირის საცხოვრებელი სახლიდან ან მის საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის შესაძლებლობას გამორიცხავს.

საქართველოს მთავრობამ 30 მარტს ცვლილებები შეიტანა ,,საქართველოში COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N181 დადგენილებაში, რომლითაც აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შეზღუდვა იუსტიციის მინისტრის კომპეტენციად განისაზღვრა.

„განხორციელებული ცვლილებით, დადგენილებაში ვეღარ ვხვდებით მე-12 მუხლს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში აღსრულების ეროვნულ ბიუროს უზღუდავდა ისეთი უფლებამოსილებების განხორციელებას, როგორიც იყო პირთა გამოსახლება მფლობელობაში არსებული ბინიდან/საცხოვრისიდან, ასევე ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან თანხების ჩამოჭრას, შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ საქმეებზე დანიშნული სააღსრულებო მოქმედებებს და სხვას.

ამავე დადგენილების მე-11 მუხლში შესული ცვლილებით, იუსტიციის მინისტრს მიენიჭა არაერთი უფლებამოსილება, მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის საქმიანობის განსხვავებული წესის განსაზღვრის შესაძლებლობა.

საია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მოხდეს შესაბამისი აქტ(ებ)ის მიღება, რომლითაც გამოირიცხება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, პირების საცხოვრებლის ან/და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის შესაძლებლობა“- აცხადებენ საია-ში.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა