თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ფილიპინებში ყველა იმ ადამიანს, რომელიც კარანტინს დაარღვევს და სამხედროებს არ დაემორჩილება, დახვრეტენ

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ მედიასთან ინტერვიუში გულწრფელად ისაუბრა იმ უმკაცრეს ღონისძიებაზე, რასაც ქვეყანა განახორციელებს კარანტინის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ.

მისი თქმით, ყველა ადამიანს, რომელიც უდისციპლინოდ მოიქცევა, დაარღვევს კარანტინს და არ დაემორჩილება სამართალდამცავებს, დახვრიტავენ. მან დაუყოვნებლივ მოთხოვა ხალხს, ითანამშრომლონ პოლიციელებთან ერთად და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა კორონავირუსის გავრცელებას იზოლაციური დამოკიდებულებითა და სოციალური დისტანცირებით ხელი შეუშალონ.

შეგახსენებთ, რომ ფილიპინებში კორონავირუსით 2311 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 96 გარდაიცვალა. 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანლის თქმით, უმრავლესი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე დღეში უკვე მაშსტაბური გახდება იმ განკურნებულ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დატოვებენ საავადმყოფოებს.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა