თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

სინათლე კორონავირუსული პანდემიის ბოლოს: იმედის 5 მიზეზი

კორონავირუსის პანდემიამ დაარღვია ცხოვრების ჩვეული წყობა მთელ პლანეტაზე. ძნელია რაიმე დადებითის დანახვა ამგვარ სიტუაციაში, მაგრამ მიუხედავად მასშტაბური საფრთხისა, კაცობრიობამ თავის თავში იპოვა ჰუმანურობის გამოვლინების ძალა.

1. აპლოდისმენტები თეთრხალათიანებს.

მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე ექიმები, ექთნები და ჯანდაცვის სფეროს სხვა თანამშრომლები აღმოჩნდენ. მათი ძალისხმევის წყალობით ბევრი დასნებოვნებული გამოჯანმრთელდა.

ექიმების დამსახურების აღსანიშნავად და მადლობის გადახდის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ადამიანები გამოვიდნენ აივნებზე და ტაშს უკრავდნენ მათ.

ეს ტრენდი პირველად დამკვიდრდა იანვირის შუა ხანებში ჩინეთის ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის აფეთქება მოხდა.
ჩინურ სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეორგოლებში ჩანს, როგორ უხდიან მადლობას ადამიანები საკუთარი ფანჯრებიდან ექიმებს და მღერიან სიმღერებს ერთმანეთის გასამხნევებლად.

უჰანის ფარგლებს გარეთ ვირუსის გავრცელებასთან ერთად, საჯაროდ მედიკოსებისადმი მადლობის გადახდის ტრენდიც გლობალური მასშტაბით გავრცელდა.



2. ჩინეთმა შეარბილა კარანტინი.

ჩინეთის ხელისუფლების აზრით, მათ შეძლეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებისშეჩერება.

უკანასკნელ დღეები აღინიშნა ახალი დასნებოვნების, გარედან შესული შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ თანდათანობით შეასუსტა კარანტინის მკაცრი ზომები.

ცხადია არსებობს საშიშროება, ჩინეთში ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყებისა, მაგრამ ხელსუფლება ჯერჯერობით უკეთესის მოლოდინში არიან და ამსუბუქებენ შეზღუდვებს.


3.იტალია: გვირაბის ბოლოს შუქია.

იტალიაში, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი ინფექციის აფეთქებით, შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესებისაკენ წავიდეს. ლომბარდიის მთავარი ექიმის განცხადებით "გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა"


4. მეცნიერები ვაქცინის ძიებაში.

ყველა ელოდება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რამოდენიმე თვე დასჭირდება ამა თუ იმ ვაქცინის ეფექტურობის დადგენას. და მაინც, მეცნიერები სულ უფრო მეტ სიახლეს გებულობენ კორონავირუსზე. გასულ კვირას, გამოჩნდა დამაიმედებელი ცნობები ვირუსის გენეტიკური კოდის გაშიფვრის კვლევაში. ჩვეულებრივ ვირუსი ორგანიზმში გამრავლებისას მუტაციას განიცდის. თუმცა ახალი კორონავირუს შAღშ-ჩოV-2-ის მუტაცია ხდება ნელა ან საერთოდ არ ხდება. თუ ეს დაკვირვება დადასტურდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ვაქცინაცია საკმარისი იქნება იმუნიტეტის დიდი ხნის განმავლობაში გამომუშავებისთვის.


5. ყველა ერთ ნავში.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის აფეთქებამ ბევრი ფიზიკურ დონეზე დააშორა, მორალური თვალსაზრისით ადამიანების ასეთი ერთსულოვნება დიდი ხანია არ ყოფილა.

მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოდის ალტრუიზმის, ქველმოქმედების და ურთიერთდახმარების შესახებ ცნობები.

ბევრი ქსელური კაფე და რესტორანი მსოფლოს მასშტაბით, რომლებიც ამ დღეებში მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე, უფასოდ უმასპინძლდებიან მედიცინის მუშაკებს ყავითა და ბუტერბროდებით.

ესპანეთში ერთი ექიმის მოწოდების შემდეგ, ათობით ათასმა ადამიანმა მიწერა საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს წერილები გამოჯანმრთელების სურვილებით.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ ერთმა ტრენდმა აიღო სტარტი იტალიიდან და ესპანეთიდან: ადამიანებმა ფანჯრებში წარმატების სურვილითა და ოპტიმიზმის ნიშნად, გამოფინეს საკუთარი ნახატები და პლაკატები ცისარტყელას გამოსახულებით.

წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა