თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ინფიცირებულთა როდენობა პიკს 3 კვირის შემდეგ მიაღწევს - როგიორია ქართველი ინფექციონისტის პროგნოზი

საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა როდენობა პიკს 3 კვირის შემდეგ მიაღწევს და მომდევნო 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძე ამბობს რომ ვირუსის სიახლიდან გამომდინარე, უცნობია, რამდენი დაინფიცირებული პაციენტი ეყოლება ქვეყანას, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ საქართველო რიცხვებით ევროპის ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება.

"ახალია კორონავირუსი და შესაბამისად არ იციან როგორ მოიქცევა ის - როგორც ჩვეულებრივი გრიპი, რომელიც აპრილის დასაწყისიდან მიდის ბუნებრივი კლებისკენ, თუ დარჩება და უფრო მოიმატებს. ამიტომ, პიკი იქნება დაახლოებით 3 კვირაში და გაგრძელდება ეს პიკი კიდევ 3 კვირა. მე ასე მგონია და მერე წავა კვლევაზე. იმედს ვიტოვებ, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დისტანცია ევროპის ქვეყნებთან, რომელიც ახლა გვაქვს რაოდენობრივი თვალსაზრისით", - განაცხადა ცერცვაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა