თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ამერიკა კოვიდ 19-ის მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს- ვირუსისგან 215 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 5000-ს გაცსდა- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მონაცემები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტმა მიაწოდა.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში კოვიდ 19-ის ვირუსის მთავარ ეპიცენტრს მსოფლიოში სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს- აქ დაინფიცირებულთა 215 344 შემთხვევაა. კრიტიკული მდგომარეობაში კი ამ დრომდე 5000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. მათი უმრავლესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და უკვე 8878-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ჯანდაცვის უწყებისა და კოვიდ 19-ის ვირუსთან მებრძოლ საგანგებოდ შექმნილ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა თქმით, მკაცრი სოციალური დისტანცირების ღონისძიებების გატარების გარეშე მომავალი 30 დღის განმავლობაში შესაძლებელია 2.2 მილიონი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდეს


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა