თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

მარინა ეზუგბაია: გვყავს 5 მძიმე პაციენტი, აქედან 2 კრიტიკულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურში მყოფი 5 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.
ეზუგბაია ამბობს, რომ 5 პაციენტიდან 2 კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება, ხოლო 3-ის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.
"გვყავს 5 მძიმე პაციენტი. აქედან 2 პაციენტი კრიტიკულია. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომაროება დასტაბილურებულია და შედარებით გაუმჯობესდა. თუ დღესაც დინამიკა ასე გაგრძელდება, ესე იგი კრიტიკული ფაზა გადავლილია და სამომავლოდ გამოჯანმრთელება დადგება. ასევე 3 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს. გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ხოლო დღეს დილიდან კიდევ 9-ს აუღეს ანალიზები", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა