თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ამერიკული ავიამზიდიდან კორონავირუსის გავრცელების გამო 1000 მეზღვაურის ევაკუირება მოხდა

მას შემდეგ, რაც თეოდორ რუზველტის ავიამზიდზე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, ხომალდი ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ წყნარ ოკეანეში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, გუამზე დაბრუნდნენ, სადაც დაავადებით ინფიცირებულთა ნაწილის მოთავსება მოხდება საკარანტინო ზონაში.

გემის ხელმძღვანელობა მოუწოდებს ფლოტის სარდლობას, უზრუნველყონ მეზღვაურების და ეკიპაჟის წევრების, საგემბანო ავიაციის მფრინავების სრული ევაკუირება ხომალდიდან, რადგან არავინ იცის 5000-იდან რამდენ სამხედროში მიმდინარეობს უკვე ფარულად აღნიშნული დაავადება მას შემდეგ, რაც 100 მეზღვაურს უკვე გამოუვლინდა ინფიცირება კოვიდ 19-ზე.

საზღვაო ძალების მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, ტომას მოდლის თქმით, ხომალდზე მყოფი 4800 მეზღვაურიდან უკვე 1273-ზე ჩატარდა ტესტირება კორონავირუსზე- ისინი ამ დრომდე ელოდებიან გამოკვლევების შედეგებს. მისი თქმით, უკვე 1000-მდე მეზღვაური ევაკუირებულია ხომალდიდან- ისინი გუამის ბაზაზე განთავსდებიან.

„ჩვენ ამჟამად 1000 მეზღვაური გაყვანილი გვყავს ავიამზიდიდან. მომავალ რამდენიმე დღეში ველოდებით, რომ კიდევ 2700-ის ევაკუირებას მოვახდენთ“- განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონში მოდლიმ.

პენტაგონის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, უკვე ამერიკის არმიაში მყოფ 814 ჯარისკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა