თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

"ვითარება ფეთქებადსაშიშია, ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ"- დიმიტრი ხუნდაძე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ვითარება ფეთქებადსაშიშია, ამიტომ ხელისუფლება პროცესების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობას.
„ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავთ და მის რევიზიას მოვახდენთ. ამ ეტაპზე მივდივართ რბილი სცენარით. დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა 130 გახდა. ეს ყოველდღე მატებადი იქნება, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს არც ერთი გარდაცვლილი. ზოგადად, გლობალურ ეპიდ ვითარებასთან შედარებით, მივდივართ სასურველი, რბილი ეპიდ სცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ თვითკმაყოფილებას მივეცეთ. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლო, მათშორის, ურთულესი სცენარიც, რადგან ეპიდ ვითარება, ეპიდემიოლოგიური ხასიათი ფეთქებადსაშიშია. შესაძლოა, ვითარება ყოველდღე შეიცვალოს, ამიტომ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

აასთან "ქართული ოცნების" წევრმა კომუნალური გადასახადების დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს უპასუხა და განაცხადა, რომ „პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის“.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა