თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

კლიმატის ცვლილების გამო ბულბულებს ფრთები უმოკლდებათ

გლობალურ დათბობას პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ მომღერალი ჩიტის ანატომიაზე შესამჩნევი გავლენა აქვს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ესპანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბულბულებს ფრთები დაუმოკლდათ. მეცნიერები შიშობენ, რომ ზამთარში ეს ფრინველების მიგრაციის პროცესში სირთულეებს შექმნის.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ფიზიკური ცვლილებების მიუხედავად, ბულბულების სამიგრაციო მარშრუტი არ იცვლება, შესაბამისად, მათი გადარჩენის შანსი სავარაუდოდ შემცირდება.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა