თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

დიდი ბარიერული რიფის მარჯნებმა 5 წლის განმავლობაში მესამედ დაკარგეს ფერი

ავსტრალიაში, დიდი ბარიერული რიფის მარჯნებმა 5 წლის განმავლობაში მესამედ დაკარგეს ფერი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კლიმატური ცვლილებებია, რომელთა შედეგადაც მსოფლიოს ოკეანეებში წყლის ტემპერატურამ იმატა. მეცნიერების თქმით, რიფის მარჯნების ორმა მესამედმა გათეთრება 2016 და 2017 წლებში განიცადა, თუმცა წელს ეს პროცესი გაცილებით მეტ ორგანიზმს შეეხო.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ზოგ მონაკვეთზე ფერის დაკარგვა შედარებით სუსტად არის გამოხატული, ამიტომ, სავარაუდოდ, ასეთი მარჯნები გამოკეთებას მოახერხებენ.

დიდი ბარიერული რიფი მსოფლიოში მარჯნის რიფებისა და კუნძულების უმსხვილესი ეკოსისტემაა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა