თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ქალისა და მამაკაცის მეგობრობა

როდესაც ერთ-ერთი მათგანი აღმოაჩენს მსგავს რამეს, უფრო ხშირად კი ქალები, მათ იპყრობთ შიში, ქალისა და მამაკაცის მეგობრობა

შევამჩნიე, რომ ჩემი ძველი მეგობარი ჩემდამი განსაკუთრებულ გრძნობას განიცდის, ვნებიანად მიყურებს... ეს უკვე აღარ არის კარგი მეგობრის დამოკიდებულება. როგორ ვუთხრა უარი ისე, რომ არ ვაწყენინო?
ნინი, 28 წლის

პასუხი: ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მიაჩნიათ, რომ სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის მეგობრობისას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თავს იჩენს სიმპათიები და ზოგჯერ სერიოზული გრძნობაც კი.

როგორ დაძლიონ ეს სიტუაცია და ამ დროს
მიმართავენ დახმარებისათვის ფსიქოლოგს. ფსიქოლოგებს ამ დროს ასეთი პასუხი აქვთ: თქვენ ის მხოლოდ კარგ მეგობრად მიგაჩნიათ, მას კი მეტი უნდა და ახლო ურთიერთობისკენ მიისწრაფვის. როგორ უთხრათ „არა“ ისე, რომ არ გაანაწყენოთ, მეგობარი არ დაკარგოთ? გონივრული უარის მთავარი წესი: მოიქეცით დიპლომატიურად. ნუ გადაუკრავთ სიტყვას იმაზე, რომ არასათანადოდმომხიბვლელი, სექსუალური ან ჭკვიანია. უმჯობესია, ისრები საკუთარი თავისკენ მიმართოთ. როგორ? აირჩიეთ უარის სასურველი ვარიანტი:

1. მაპატიე, მაგრამ ჩემი გული უკვე სხვას ეკუთვნის

ეს ვარიანტი მოხერხებულია მათთვის, ვინც იძულებულია, მუდმივი ურთიერთობა ჰქონდეს მასთან, ვისაც უარყოფს - ვერც ერთი ნორმალური მამაკაცი ვერ გაგკიცხავთ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს ერთგულობთ, - მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად არსებობს ის თუ მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში. რა გიშლით ხელს, შეთხზათ ამაღელვებელი ისტორია მშვენიერ პრინცზე, რომელიც უცხოეთშია წასული სტაჟირებისთვის? უარს დამაჯერებლობას შესძენს რელიგიური ან ოჯახური ტრადიციის მოშველიება, რომლის გამოც „ქორწილამდე არ შეიძლება!“ ოღონდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენზე დაქორწინება მის გეგმებში არ შედის.

2. ჩემთვის დღეს არ შეიძლება

ეს ვარიანტი განკუთვნილია იმ ქალიშვილებისთვის, რომელთა მეგობარ მამაკაცებს უეცრად ვნება შემოაწვათ. ყველაზე ხშირად ასეთი რამ ხდება ერთად გატარებული საღამოს შემდეგ, მაგრამ შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს თქვენი იმიჯის კარდინალურმა ცვლილებამაც - ძველი ვარცხნილობითა და ჯინსით ის თქვენ ქალად ვერ აღგიქვამდათ, ხოლო საღამოს კაბაში „ერთბაშად უცხო თვალით შემოგხედათ“ და „აღმოგაჩინათ“. გადაკრული სიტყვა „სამედიცინო“ გარემოებების შესახებ აქ სავსებით დროულია. ეს დაგეხმარებათ, ღირსეულად დააღწიოთ თავი რთულ სიტუაციას. დაწვრილებით ამაზე საუბარი არ ღირს, მორცხვად დახრილი მზერა და ოდნავ შეფაკლული სახეც საკმარისია.

3. აღკვეთეთ ფლირტი

ეს ვარიანტი მათთვისაა, ვისთვისაც ჯერ კიდევ არ აუხსნიათ სიყვარული, მაგრამ გრძნობს, რომ ასეთი რამ მოსალოდნელია. შესაძლოა, ამან გაგაოცოთ, მაგრამ მამაკაცები იშვიათად გადადიან „გადამწყვეტ მოქმედებაზე“ გამოწვევის გარეშე. ფლირტს, კეკლუც გამოხედვას, „შემთხვევით“ შეხებას და თამამ ტანსაცმელს ისინი სწორედ გამოწვევად აღიქვამენ. ასე რომ, თუ არ გსურთ, მამაკაცმა თქვენი ქცევა სექსისთვის მზადყოფნად აღიქვას, მონიშნეთ საზღვრები. ეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად აღმოჩნდეთ მასთან ერთად მარტო, დაიცავით ურთიერთობის ჰიგიენა - ერიდეთ კოცნას, მხარზე ხელის გადახვევას, თვალების ჟუჟუნს. უხამსი ხუმრობები და ანეკდოტები საერთოდ ამოძირკვეთ თქვენი ურთიერთობიდან. გჯეროდეთ, სიმკაცრე და პირდაპირობა კეთილგანწყობას ხელს არ უშლის, ხოლო სხეულის ენით ნათქვამი „არა“ სიტყვებზე დამაჯერებელია. თუ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, რომელიც უარის თქმას გაიძულებთ, გახსოვდეთ: მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ის ადრეც არსებობდა. თუ მამაკაცი თავიდანვე პოტენციურ პარტნიორად აღგიქვამდათ, მაშინ ის წინააღმდეგობისთანავე გაქრება ჰორიზონტიდან. დაე, გაქრეს - უკეთესია!

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა