თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

კარგი ამბავი: მარნეულიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოყვანილი ქალი აპარატიდან მოხსნეს, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან თერაპიულ განყოფილებაში უახლოეს საათებში გადაიყვანენ.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში, ბოლნისიდან გადმოყვანილის პაციენტი, რომლის ჯამრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო გაუმჯობესდა.
კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით პაციენტი აპარატულ სუნთქვაზე აღარ იმყოფება და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან თერაპიულ განყოფილებაში უახლოეს საათებში გადაიყვანენ.

"ყველაზე კრიტიკული პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში გადმოყვანილი ბოლნისიდან. ის იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე დადასტურებული კოვიდ ინფექციით. ასევე კლინიკარუად ანამნეზიური მონაცემებით სახეზე იყო გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარიუსობა არტერიული ჰიპერტენცია. ის მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარამენტში, ფასდებოდა ექიმების მიერ, როგორც უკიდურესად მძიმე და ხაზს ვუსმან ტერმინალური. ვინაიდან პაციენტთან შემოყვანიდან ბოლო 24 საათში არ ისაზღვრებოდა მიკროცირკულაციის მოშლის გამო ოქსიგენაცია, ასევე იყო მკვეთრი არტერიული გიპოტენცია და გემოდინამიკის რღვევა.

მინდა გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრად დადებითი დინამიკა აღინიშნება, მოხსნილია აპარატული სუნთქვიდან, კონტაქტურია, ადეკვატურია და ალბათ რამოდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და შემდეგ ჩამოვა თერაპიულ განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა