თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 19 წლის ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რეხვიაშვილი.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ გუშინ საველე ჰოსპიტალში იყვნენ დედა-შვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტ ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კორონავირუსი.

მისი განცახდებით, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია განთავსებული.

„ერთი ქალბატონი არის 19 წლის ორსული. გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ესენი არიან ოჯახის წევრები და ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა არიან პირველ ფაქტთან დადასტურებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით. ქვემო ბოლნისი დიდი დასახლებაა აქ 11 ათასი ადგილობრივია. მათ უნდათ შესაბამისი რეჟიმით მართვა, რომ არ მოაკლდეთ მედიკამენტები, პროდუქტი. „ლიბერთი ბანკის“ ორი სატრანსპორტო საშუალება უკვე გადავიდა ბლოკ პოსტზე. ერთი მიემართება ქვემო ბოლნისში, რომ შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოსახლეობამ მიიღოს ფულადი სახსრები. ყველა ზომა მიღებულია და ეს ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი პროდუქტებით. რაიმე სახის კრიზისი და დეფიციტი არ შეიქმნება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა