თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი: "მარნეულიდან ჩამოყვანილ 79 წლის ქალს მკვეთრი წონის დეფიციტი აქვს, მდგომარეობა კრიტიკულია"

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ამბობს, რომ კლინიკაში მოთავსებულია ორი ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რატიანი აცხადებს, რომ კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მართვადია.

"რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გვიწევს დეპარტამენტში. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, 80 წლის ქალბატონი ისევ მძიმედ, მაგრამ სტაბილურადაა. დინამიკა გახლავთ სტაბილური. გაუმჯობესებულია ჟანგბადის პარამეტრები. ნევროლოგიური სტატუსი უკეთესია და ექიმების მხრივ ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე დადებითი დინამიკით.

79 წლის ქალბატონი, რომელიც მარნეულის წითელი ზონიდან ჩამოიყვანეს, კრიტიკული მდგომარეობით, სახეზეა მკვეთრი წონის დეფიციტით. წონის კლება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღენიშნა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, გუშინ გავაგზავნეთ რამდენიმე ტესტი და ყველა მოვიდა უარყოფითი, გარდა ერთისა და ის გადაბარდა ინფექციონისტებს. დღეს სავარაუდოდ ერთი ქალბატონი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ორსულს, გვყავს ორი და მათი მდგომარეობა სტაბილურია, ისევე როგორც ნაყოფის", - აღნიშნა რატიანმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა