თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

პაატა იმნაძე: შეშფოთების საფუძველი დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე

შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორ შეშფოთების საფუძველი არსებობდა და სწორედ ამიტომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

კითხვაზე, თუ როდის იქნება კორონავირუსის პიკური პერიოდი და როდემდე გაგრძელდება ვირუსის ცირკულირება, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ პიკზე საუბარი ცოტა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

„მოდით, პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. რაც შეეხება შეშფოთების საფუძველს, შეშფოთების საფუძველი, მგონი, დიდი ხანია, გვაქვს მთელ დედამიწაზე. შეშფოთების საფუძველი რომ იყო, იმიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, შეშფოთების საფუძველი რომ გვქონდა, ამიტომ გამკაცრდა ზომები. ეს ყველაფერი კეთდება სწორედ იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა