თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

"ვიცით, რომ იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ჩვენ მათ ვგლოვობთ" - ქალაქ კოკალიოს მერის მოადგილე

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალური მონაცემებითაა ნათქვამი. ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვეყნებს WALL STREET JOURNAL-ი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად იკვეთება სიმართლის მხოლოდ ერთი ნაწილი, რადგან პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია-საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც საავადმყოფოში საერთოდ არც კი ყოფილან და არც კოვიდ 19-ის ვირუსზე ჩატარებიათ ტესტირება.

“გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ამას ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებენ. ხალხი გარდაიცვალა, მრავალი მათგანი არ შეუმოწმებიათ, რადგან პანდემიის ფონზე რესურსები შეზღუდულია და დროც მცირეა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალური რიცხვები გაცილებით მეტია, ჩვენ ვგლოვობთ მათ და მშვენივრად ვიცით თუ რატომ დაიღუპნენ ისინი“ - განაცხადა იტალიის ქალაქ კოკალიოს მერის მოადგილემ ეუგენიო ფოსატიმ.

ქალაქ ბრეშიას ექიმმა, ელეონორა კოლომბიმ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა უმრავლესობას ტესტი კოვიდ 19-ზე არც კი ჩატარებიათ. მისი თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა ასაკოვანი ადამიანია- „ჩვენთან საშუალოდ ამდენი ადამიანი არ იღუპება ერთდროულად. ეს კორონავირუსია“.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კოვიდ 19-ის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანია მსოფლიოში გარდაცვლილი. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 13 155 ადამიანი დაიღუპა ზემოხსენებული ინფექციისგან. 4035 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება- უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა