თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

"ოცნების" გადაწყვეტილება: "სამი თვის მანძილზე ხელფასის 1/3-ს გავიღებთ"

მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. ინფორმაცია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ გააჟრერა.
"საჭიროებისამებრ, მზად ვართ, მომავალში შევიტანოთ დამატებითი წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელევს შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ" -განაცხადა კობახიძემ.

საუბარია 105 ადამიანზე - მთავრობის 12 და უმრავლესობის 93 წევრზე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა