თეგებით ძიება
02. 04. 2020 News-ები

ხელების დაუბანლობით გამოწვეული დიარეით ყოველდღიურად ხუთიათასი ბავშვი იღუპება

გაეროს ბავშვთა ფონდმა 15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღედ გამოაცხადა (Global Handwashing Day). როგორც გაეროს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, დაუბანელი ხელების პრობლემას, მსოფლიოს მასშტაბით, კატასტროფული შედეგები აქვს.

დაუბანელი ხელით ორგანიზმში ხვდება ისეთი საშიში დაავადებების გამომწვევები, როგორიცაა ქოლერა, ვირუსული პნევმონია, ჰეპატიტი, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია. „ჭუჭყიანი ხელები“ წარმოადგენს აზიასა და აფრიკაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის ძირითად მიზეზს, იმდენად, რამდენადაც ხელების არარეგულარულად დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გრიპი, ქოლერა, ჰეპატიტი, ჩვეულებრივი გაციება, კონიუნქტივიტი, მუნი, სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები.

ექსპერტების
მონაცემებით, ყოველდღიურად, მხოლოდ დიარეით, რომელსაც „ჭუჭყიანი ხელების“ დაავადებასაც უწოდებენ, მსოფლიოში ხუთიათასი ბავშვი იღუპება. მნიშვნელოვანია, რომ ხელები წყლითა და საპნით უნდადავიბანოთ ჭამის წინ და საპირფარეშოს შემდეგ. ესოდენ მარტივმა ჰიგიენურმა პროცედურამ, როგორიცაა ხელების დაბანა, ყოველდღიურად შეიძლება ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს. რეგულარულად ხელების დაბანა არა მარტო ვირუსებითა და ინფექციებით ორგანიზმის დასნებოვნებისაგან გვიცავს, არამედ ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს, სასიამოვნოსა და უსაფრთხოს ხდის.


წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა