თეგებით ძიება
03. 04. 2020 News-ები

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის პირდაპირი საფრთხეა, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეს"- დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოს დასავლელი პარტნიორებისგან დახმარება ძალიან სჭირდება.
მისი განცხადებით, ოპოზიცია ამ მოწოდებაში ერთიანია.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა საქართველოს დემოკრატიისთვის პირდაპირი საფრთხეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საერიოზული ხარვაზები მართლმსაჯულების სისტემაში, ის რომ ხელისუფლებას საერთაშორისო მონიტორების და მედიატორობის წინაშე აღებული ვალდებულებები შესასრულებელი აქვს, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ვგულისხმობ, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, და ამ პოზიციაში ყველა ერთიანები ვართ, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეს და ქართულ სახელმწიფოს" - განაცხადა დეკანოიძემ.

23 ოპოზიციური პარტია დახმარებისთვის დასავლელ პარტნიორებს მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და მეგობარ ქვეყნებს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევისკენ მოუწოდებენ.

ხელმომწერი სუბიექტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ფინანსური დახმარება ​კორონავირუსით გამოწვეული მძიმე შედეგებისა და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა