თეგებით ძიება
03. 04. 2020 News-ები

"ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურების შესრულებას" - ჯაღმაიძე სასულიერო პირებს მიმართავს

საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ნაადრევი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს.

მისივე თქმით, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ლიტურგიაზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით მოსაზრებით იჩქარა და მისი განცხადება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო.


"ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებას, როგორ მოვახერხებთ სააღდგომო მსახურებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა რაღაც გაუგებრობები. ვითარება მუდმივად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთანაც და ვცდილობთ, რომ ადეკვატურად გვქონდეს რეაგირება. ეს არ არის სწორი პოზიცია, რომ საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე ვინმე იქნება ტაძარში. ეს არ არის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. ეს იყო ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული კომენტარი და მან თქვა, რომ მისი მოსაზრებაა".

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა