ინკა -მხოლოდ ფერადი აქსესუარები თუ ჩვენი მცველი
ინკა 6 წლის წინ ჩემს შვილთან ერთად დაიბადა. თავიდან იყო იდეა, შემდეგ მეგობრების მორალური მხარდაჭერა და ახლა უკვე დამკვიდრებული ადგილი ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე.
ინკას თავდაპირველი პროდუქტი მხოლოდ სიზმრისმჭერები იყო, შემდეგ შეემატა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანებს გაგვაჩნია - სახლები. ძალიან პოპულარულია ასევე თმისა და მანქანის აქსესუარები, სამკაულები, საქორწილო მორთულობები, დეკორატული სარკეები თიხის ფიგურები და სხვა.
დროსთან ერთად ინკა პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს წინ.
მე კომუნიკაციების მენეჯერი ვარ, ამიტომ არ მიჭირს ურთიერთობა უსულო საგნების მეშვეობით - ჩემი შექმნილი თითოეული ნივთი უნიკალურია, რადგან ისინი გამოხატავენ იმ ადამიანის ხასიათს, რომელიც მას ატარებს.
მზადების პროცესში გათვალისწინებულია ფერები, ქვები, ზოდიაქო, ინტერესები, მისწრაფებები, პროფესია და ოჯახის წევრებიც კი. შეკვეთის მიღებაც დეტალური გამოკითხვის შემდეგ ხდება. ინკა არ არის მხოლოდ ნივთების ერთობლობა, ისინი ჯადოსნური თილისმებია, რომლებიც მუდამ პოზიტივს, მხიარულებასა და იდუმალებას ასხივებენ.
ჩემი მომხმარებელი სულ მეკითხება, სად მდებარეობს სახელოსნო, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მაღაზია არ გვაქვს, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ინკას ჯადოსნობები სადმე დაიდებენ მყუდრო ბინას.
ჩემი შვილი, რომელიც ახლა 6 წლისაა, ჩართულია ინკას საქმიანობაში, ხშირად ერთად ვაკეთებთ შეკვეთებს, ერთადაც მიგვიტანია ადრესატთან, ერთად აგვირჩევია ფერები და როგორც მის ქებას, ასევე კრიტიკასაც ვიმსახურებ - ორივე მაქსიმალურად იდეალური შედეგების მიღებას ვცდილობთ.
დროის გასვლასთან ერთად, ინკა მარტოხელა დედა-შვილის მცირე ბიზნესად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთებიდან შემოსული თანხა არ არის საკმარისი, ჩვენთვის მზადების პროცესი გაცილებით უფრო ღირებულია. როცა მომხმარებელს ბარდება შეკვეთა, ყველაზე მეტად მათი ემოცია, გულწრფელი მადლობა და აღფრთოვანება მსიამოვნებს, როცა ვისმენ კეთილ სიტყვებს ჩვენს მიმართ, მაშინ ვხვდები, რომ ღამის თენებად ღირდა და რომ კიდევ ერთი ადამიანის სიხარულის მიზეზი გავხდით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზუსტად ეს არის - ემოცია, რომელსაც ინკაში ვაქსოვ.
ინკას კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ ის ორიგინალური საჩუქარია და დამზადება ბრენდისა და თემატიკის ფერებში ხდება.
სამომავლო გეგმები შეიძლება ბევრი მქონდეს, თუმცა რელურად, შესრულებას რა საკვირველია, ფინანსური სიძლიერე სჭირდება. საწყისი კაპიტალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მე კი დასაწყისისთვის უკვე მყარად დგომა მინდა, რომ შემდეგ უკვე არა კრედიტის გადახდაზე, არამედ გავითარებაზე ვიფიქრო.
როგორც ყველა ბიზნესი, არც ინკაა გამონაკლისი და მსოფლიო პანდემიამ ჩვენც დავაზარალა. ფაქტობრივად შეკვეთები აღარ შემოდის, ამის მიზეზი კი სოციალური ფონია. იმედი მაქვს, რომ ყველაფრის დასრულების შემდეგ ფეხზე დადგომა ერთმანეთის მხადაჭერით უფრო გაგვიიოლდება, ბევრმა დავკარგეთ სამსახური და ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მეორე დღის მჯერა, აუცილებლად გათენდება და უკეთესი ამბები მოხდება. - აი, ასეთია ინკა, ფერადი, იმედიანი და ძალიან პოზიტიური.
ეწვიეთ Facebook გვერდს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი აქსესუარი: https://facebook.com/Inca.handmade