თეგებით ძიება
06. 04. 2020 ბიზნესი

"საქართველოს ნერგები" მომხმარებელს 6 000-ზე მეტი სახეობის ნერგს სთავაზობს

კომპანია „საქართველოს ნერგები“ 2012 წელს შეიქმნა და ცნობილია ხარისხიანი ნერგების ფართო არჩევანით, როგორც ჯიშებისა და სახეობების, ასევე მცენარეთა ზომისა და ფორმის მიხედვით.

ნიადაგის განსხვავებული შემადგენლობის და სხვადასხვა კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გავხსენით სანერგე მეურნეობები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რამაც ასევე ხელი შეუწყო, კონკრეტულ რეგიონებში არსებული კულტურების გამრავლებას და გადარჩენას.

„საქართველოს ნერგები“ საერთო ჯამში, 250 – ჰექარზე გაშენებულ სანერგე მეურნეობებს ფლობს სუფსაში (გურია), ყვარელში (კახეთი), ლაგოდეხში (კახეთი), ნავაზში (მცხეთა-მთიანეთი), ზუგდიდსა (სამეგრელო) და თლუღში (რაჭა). დასაქმებულითა საერთო რიცხვი 100-ზე მეტია, თუმცა უახლოეს მომავალში ვიმედოვნებით, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება ჩვენთან.



კომპანიას გამოყავს და მომხმარებელს სთავაზობს 6 000-ზე მეტი სახეობის წიწვოვან, ფოთლოვან და დეკორატიულ მცენარეებს, ვარდების და ხეხილის ნერგების ფართო არჩევანს, ასევე მრავალწლოვან და იშვიათი ჯიშის მცენარეებს. აქტიურად ვმუშაობთ მცენარეთა დათსვა, დაკალმება, მყნობა, ზრდა, ფორმირების მიმართულებით.

„საქართველოს ნერგები“ დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან იტალიურ, თურქულ, ეპანურ, ჰოლანდიურ და სხვ. სანერგე მეურნეობებთან. პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.

საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება ასევე, მრავალფეროვანი სერტიფიცირებული ნერგების და მცენარეთა მოვლის საშუალებების იმპორტი.
კომპანია „საქართველოს ნერგები“-ს ამოსავალი წერტილია, ადგილზე გამოვიყვანოთ ყველა მცენარე და მომხმარებელს შევთავაზოთ ადგილობრივი, საქართველოს კლიმატთან და ნიადაგთან ბოლომდე ადაპტირებული მცენარეები, რადგან მიუხედავად მრავალფეროვანი და მდიდარი რესურსისა საქართველოს გამწვანება-მოწყობა მაინც იმპორტირებული მცენარეებით ხორციელდება. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ნიადაგი, კლიმატი და ბოლოს, ჩვენი გამოცდილება გვაძლევს ამ თამამი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას. რათქმაუნდა, ჩვენს მიერ იმპორტირებული ნერგები ადაპტირებულია საქართველოს გარემოსთან, თუმცა მათი ადგილზე გამოყვანა მინიმუმამდე შეამცირებს ნებისმიერი ნერგის განვითარების და გაზრდის პროცესში არსებულ რისკებს, გააჩენს უფრო მეტ სამუშაო ადგილს და პოპულარიზაციას გაუწევს ახალგაზრდებში ამ დარგს.



რაც შეეხება სიახლეებს; ჩვენი მომხმარებელთა თხოვნით უახლოეს მომავლში შემოგთავაზებთ ოთახის მცენარეების დიდი არჩევანს. სასიამოვნო სიახლე გვაქვს სერვისის მიმართულებითაც. უკვე შეგვიძლია გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე სრული სერვისი შემოგთავაზოთ, რაც მოიცავს:

• ბაღის დაგეგმარებას;
• ნიადაგის მომზადებას;
• მცენარეების სხვლა-ფორმირებას;
• შეწამვლა და ნიადაგის განოყიერებას;
• მცენარის დარგვა/გადარგვას;
• მცენარეების ტრანსპორტირებას;
• ბალახის დათესვა, რულონური გაზონის მოტანა, დაგებას;
• პროფესიონალი მებაღეების კონსულტაციას;
• ბაღის ხანგრძლივი მოვლა-პატრონობას.


Facebook: საქართველოს ნერგები/Seedlings of Georgia
www.nergebi.ge
Instagram: seedlingsofgeorgia


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა