თეგებით ძიება

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. შეეცადეთ ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელების დავალებები და ნუ მისცემთ მათ უკმაყოფილების საბაბს. ეს დღე არც ისე ხელსაყრელია საკუთარი ხასიათების გამოსავლენად. არც იმიჯის შეცვლა ღირს. აკონტროლეთ ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, - სხვადასხვა სახის ტრავმის მიღების საშიშროება არსებობს.

კურო. კარგი განწყობა და საკუთარ თავზე ხუმრობის უნარი დაგეხმარებათ ამ უმოქმედო დღის გამრავალფეროვნებაში. შეამცირეთ მიღებული სითხის რაოდენობა და ალკოჰოლი მთლიანად გამორიცხეთ.

ტყუპები. სამსახურში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გარჯა მოგიწევთ. დაასრულეთ ყველა დაუსრულებელი საქმე და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაეხმარეთ სხვებსაც. ერთი სიტყვით, დღეს ბევრი სამუშაო გელოდებათ.

კირჩიბი. არანაირი კამათი, ჩხუბი და სკანდალი არაა მოსალოდნელი, რადგან დღეს საკუთარ თავში დიპლომატის ნიჭს აღმოაჩენთ და მარტივად დააღწევთ თავს წარმოშობილ სირთულეებს. ამიტომაც გაიხსენეთ ყველა, ვისი დარწმუნებაც ჯერ ვერ შეძელით საკუთარ სიმართლეში და სწრაფად იმოქმედეთ.

ლომი. დღეს მარტოობაა თქვენი საუკეთესო მეგობარი. შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში. სამსახურში მაინც არაფერი ხეირი იქნება თქვენგან. დაისვენეთ, დაკავდით საყვარელი საქმიანობით ან უბრლოდ წამოწექით დივანზე. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. რომანტიკულ შეხვედრასა და სექსსზე უმჯობესია უარი თქვათ.

ქალწული. თქვენს გარშემო ბევრი ადამიანია, ვისთანაც ურთიერთობთ, ვინც გესაუბრებათ, ყავაზე გეპატიჟებათ... სინამდვილეში კი თავს მარტოსულად გრძობთ და გულითადი საუბარი არ გაწყენდათ. მაგრამ საამისოდ ღირსეული ადამიანი თქვენს გარშემო არ მოიძებნება. სწორედ დღესაა მოსალოდნელი ჰორიზონტზე ასეთი ადამიანის გამოჩენა. ელოდეთ მას.

სასწორი. ოჯახის ბიუჯეტის განსაზღვრა და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. უფრო ალერსიანი იყავით მეორე ნახევართან.

მორიელი.
ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარების უნარი იქნება თქვენი წარმატების საწინდარი ფინანსურ სფეროში. ბევრი საუბარი და უამრავ სხვადასხვა ადამიანთან შეხვედრები დაგჭირდებათ თუ კარგი შედეგების მიღება გსურთ.

მშვილდოსანი. დაგეგმილ ცვილებებზე უარი უნდა თქვათ. დილიდანვე პოზიტიურად განეწყვეთ, რადგან არც ისე ხელსაყრელი დღე გელით. წარმატებული დღეა საყიდლებისათვის. საღამო რომანტიკული და მშვიდი იქნება. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად.

თხის რქა. დღევანდელი დღე საკუთარ თავს მიუძღვენით: აკეთეთ რაც გსურთ, ან რის უფლებასაც დიდი ხნის მანძილზე ვერ აძლევდით საკუთარ თავს. შეიარეთ სალონში, გაიარეთ საყიდლებზე, წადით კინოში, თეატრში, კონცერტზე. მთავარია სახლში არ იჯდეთ მარტო, თორემ დეპრესია მოგერევათ, რისგანაც თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ.

მერწყული. ენერგიის სერიოზული დანაკარგი გელით. არ ღირს ხანგრძლივი დროით გაჩერება ხალხმრავალ ადგილას. პირადი ურთიერთობები შეიძლება მოგვარდეს. აპატიეთ მათ, ვინც გაწყენინათ და თავად გააკეთეთ აუცილებელი მობოდიშება. სექსისთვის შეუფერებელი დღეა, განსაკუთრებით კი ქორწინების გარეშე.

თევზები. მოგემატებათ შემოქმედებითი აქტივობა რაც ძალიან იმოქმედებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე, კარიერასა და მეგობრებთან ურთიერთობებზე. თუ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს საყვარელ საქმეს მოახმართ, ეს შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ. რაღაც განსაკუთრებულის შექმნის შანსი გაქვთ. ამ დღეს პირადი ბედნიერება გელით. ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა