თეგებით ძიება
07. 04. 2020 News-ები

თურქმენეთში, კორონავირუსის გამო იძლებით იზოლაციაში მყოფმა პირებმა ექიმებს ქრთამი გადაუხადეს და კარანტინიდან გაიქცნენ

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თურქმენეთის ქალაქ თურქმენაბადში მოწყობილი კარანტინიდან 15 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალებებს ინფორმაცია ადგილობრივმა ექიმებმა მიაწოდეს. იზოლირებული ადამიანები 14 დღიან კარანტინში მას შემდეგ მოაქციეს, რაც ისინი დაბრუნდნენ თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა კოვიდ 19-ის ეპიცენტრული სხვა ქვეყნებიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა ექიმებს ქრთამი გადაუხადეს, რომლის შემდეგაც უმრავლესი მათგანი საკუთარ სახლში გაიქცა. უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა ზემოხსენებული პირები თავიან სახლებში აღმოაჩინეს და დააპატიმრეს, რის შემდეგაც მათ მძმე ჯარიმები, ან ერთწლიანი სასჯელი ელოდებათ ციხეში.

თურქმენაბადში კარანტინის ზონა თებერვლის დასაწყისში მოაწყვეს-აშხაბადის აეროპორტში ჩამოსული თითოეული ადამიანის გადმომისამართება სწორედ ამ ქალაქში ხდებოდა, სადაც ადამიანები ექიმების 2 კვირიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, სადაც კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მესვეურთა თქმით, დიდი ალბათობით თურქმენეთის ხელისუფლება მალავს რეალურ სურათს. ქვეყანაში, სადაც ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა და მასმედიის კონტროლი ხორციელდება, მთავრობა კატეგორიულად უარყოფს კოვიდ 19-ით ინფიცირების ერთ შემთხვევასაც კი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა