თეგებით ძიება
07. 04. 2020 News-ები

სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა - რას ამბობს იმ ტაძრის წინამძღვარი, სადაც ახალგაზრდა მსახურობდა

მამა სერაფიმეს თქმით, სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა.

იმ ტაძრის წინამძღვარი, სადაც ინციცირებული ახალგაზრდა მსახურობდა, ამბობს, რომ ათავდაპირველად კორონავირუსი სტიქაროსნის ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო.

„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონ გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობის ქვეშ არის. ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით იმიტომ, რომ მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე დღეს იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა,“ - აცხადებს მამა სერაფიმ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა