თეგებით ძიება
07. 04. 2020 News-ები

დანიაში კორონავირუსის ფონზე შექმნილი კარანტინის მიუხედავად, მომავალი კვირიდან ბაღები და სკოლები გაიხსნება

დანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღები და დაწყებითი სკოლები უნდა გაიხსნას- 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ექნებათ საშუალება, რომ ისევ იარონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზანი არის ის, რომ მშობლებს, რომლებიც იმყოფებიან იზოლაციაში ან მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა მაინც მუშაობენ, მცირედით მაინც შეუმსუბუქონ მდგომარეობა. ისევე, როგორც გერმანიისა და ავსტრიის, ასევე დანიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ აპრილის ბოლოდან მოხსნას კარანტინი და ქვეყანა დაუბრუნდეს ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ქვეყანაში ამ დრომდე დახურულია ბარები, რესტორნები, ეკლესიები და სავაჭრო ცენტრები, რომელთა გახსნა ჩვეულ რეჟიმში იგეგმება 10 მაისისთვის. ამ დროისთვის დანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 4978 შემთხვევაა აღნიშნული, რომელთაგან 203 ფატალური აღმოჩნდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა