თეგებით ძიება
07. 04. 2020 News-ები

COVID-19: რომელი დღეა ავადობისას ყველაზე მძიმე - ექიმის განმარტება

COVID-19-ით ავადობისას მე-8, მე-9 დღე ყველაზე მძიმეა - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი საუბრიბს.
რატიანი აღნიშნავს, რომ მედიკოსები ბოლო ერთი დღეა 42 წლის პაციენტს მკურნალობენ, რომელიც დაავადების სწორედ ამ სტადიაზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამ დროსთვის მონაცემები დასტაბილურებულია.

“გუშინ გვყავდა მძიმე პაციენტი, 42 წლის, რომელიც ემთხვეოდა მე-8, მე-9 დღეს ამ დაავადების, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდია. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და იმედი გვაქვს თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, არ დასჭირდება ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა” - თქვა რატიანმა.

მისივე თქმით, ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ ახალი კორონავირუსით იფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რეანიმაციულ განყოფილებაში 6 მათგანი იყომდება. მათგან 3 სპონტანურ სუნთქვაზეა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა