თეგებით ძიება
08. 04. 2020 News-ები

რატომ არის კორონავირუსი ზოგიერთი ადამიანისთვის ფატალური, ზოგისთვის კი უსიმპტომო

Covid-19-ის შესახებ ინფორმაციას უკვე ბევრი ადამიანი ფლობს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის თუ როგორი სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს. თუმცა ზოგიერთი ინფიცირებული ვერც კი ხვდება, რომ ის ვირუსის მატარებელია, რადგან სიმპტომები საერთოდ არ აქვს ან შეუმჩნეველია, ხოლო ზოგი კი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

ამ წუთისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 1 447 904 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც გარდაცვლილია 83 412, გამოჯანმრთელებული 309 183 ადამიანი. აქტიურ შემთხვევებში კრიტიკულ მდგომარეობაში ინფიცირებულთა 5%-ია, რაც 47 994-ია. ე.წ დახურულ შემთხვევებში კი გარდაცვლილია 21%, ანუ 392 595 დასრულებული შემთხვევიდან გარდაიცვალა 83 412 ადამიანი, ხოლო 309 183 გამოჯანმრთელდა.

ფაქტია, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში პრინც ჩარლის, რომელიც 71 წლისაა სიმპტომები მსუბუქ ფორმაში გამოუვლინდა, მსახიობ ილდრის ელბას, რომელიც 47 წლისაა სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა ტესტი პოზიტიური იყო. ამასთან, უხილავმა მტერმა დიდ ბრიტანეთში 6 157 ადმიანის სიცოცხლე დაასრულა, მათ შორის 5 წლის ბავშვის, ხოლო 1 559 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავარ ფაქტორადაა მიჩნეული. სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 70 წელს გადაცილებული პირები, ორსულები, სიმვსივნით დაავადებულები, გულის დაავადების მქონე პირები, ასთმიანები რისკის მატარებლები არიან.

კიხთვაზე, თუ რატომ მოქმედებს განსხვავებულად კორონავირუსი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ექიმი ოტო იანგი პასუხობს: „მარტივი პასუხია, ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები. თუმცა დიდი რისკის მატარებლები არიან დიაბეტით დაავადებულები, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების მატარებელი პირები, ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და ასაკი.“

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა