თეგებით ძიება
08. 04. 2020 News-ები

ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესში გამოჩენილი ყურადღებისთვის გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟიშვილი გიორგი გამსახურდია თავისი ძმის ცოტნეს მკურნალობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დაწყებულია ცოტნეს რეაბილტაციის პროცესი მას შემდეგ, რაც "ექიმებმა სასწაული მოახდინეს და ცოტნე გააღვიძეს".
გიორგი გამსახურდია ამის თაობაზე "ტვიტერზე" წერს და საკუთარ პოზიციას ფურცელზე დაწერილი ფაილის ატვირთვით გამოხატავს, თან წერს, რომ "ტვიტერი" განვრცობის საშუალებას არ იძლევა და ამ გზით აყენებს მკითხველს საქმის კურსში, ხოლო აჟიოტაჟი, რომ თითქოსდა "ცოტნე მოიტაცეს, გიორგის ექაუნთი "ტვიტერზე" ყალბია" სპეკულაციაა და სხვა არაფერი.
"არ მინდა და არ მაქვს სურვილი, მანანას ნათქვამზე, ან თუნდაც რაიმე საქციელზე კომენტარი გავაკეთო. ზრდასრული დამოუკიდებელი ადამიანია და თავად არის თავის გაკეთებულ საქმეზე თუ ნათქვამზე პასუხისმგებელი", - წერს გიორგი გამსახურდია.
შეგახსენებთ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ინიციატივით, ცოტნე გამსახურდიას გაღვიძებამდე მასთან პალატაში მის ცოლსაც არ უშვებდნენ, ხოლო გამოღვიძების შემდეგ თავად ცოტნე გამსახურდიამ მოითხოვა, მისი მეთვალყურეები ცოლი და ძმა - გიორგი ყოფილიყვნენ. გამოღვიძების შემდეგ ცოტნე გამსახურდია თურქეთში გადაიყვანეს, რეაბილიტაციის პროცესის გასავლელად.
"ყველაფერი ცოტნეს გარშემო მიდის და მიდიოდა უმაღლესი ყურადღებით და უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით, რაც დღევანდელ მსოფლიოში შეიძლება, რომ ადამიანს ჰქონდეს", - წერს გიორგი გამსახურდია და მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა