თეგებით ძიება

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი. არ ღირს სერიოზული შენაძენის განხორციელება, განსაკუთრებით კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის. ბევრი თქვენი საქმე და პროექტი ამ დღეს დაუსრულებელი დარჩება. ერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს, - ეს ცუდად დასრულდება. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ - სხვადასხვაგვარი ტრავმების მიღების საშიშროება არსებობს.

კურო. იდეალური პერიოდია კომპლექსებისა და მავნე ჩვევების მოსაცილებლად. უმჯობესია წიგნი წაიკითხოთ ან საინტერესო ფილმს უყუროთ.

ტყუპები. წარმატებები გელით საქმიან სფეროში. დღეს გაფორმებული კონტრაქტები ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. შეგიძლიათ დაკავდეთ ინფორმაციის შეგროვებით, რაც დროთა განმავლობაში ძალიან გამოგადგებათ. საღამოს მოინახულეთ მშობლები და მიირთვით მათთან ერთად ფინჯანი ჩაი.

კირჩიბი. შეიძლება დღეს ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დაგაღალატოთ თანამშრომლებმა, რომლებსაც მეგობრებად თვლით. ამიტომაც ნუ გექნებათ მათი იმედი და მხოლოდ საკუთარი ძალების იმედზე იყავით.

ლომი. ემოციურად რთული და გაჯერებული დღეა, მაგრამ თუ არ ინერვიულებთ და იჩქარებთ, ყველა საქმეს გაუმკლავდებით. უარი თქვით საყიდლებზე. არც ფულის სესხება ღირს. კარგი იქნება თუ მაგიდას შეუკვეთავთ რესტორანში და მეგობრებთან ერთად ჩაუსხდებით. დღე გასეირნებით დაასრულეთ.

ქალწული. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები და მიზანდასახულად იმოქმედეთ. თუ უმოქმედოდ გაჩერდებით, მოჭარბებული მღელვარე ენერგია არარაციონალურ მოქმედებებს გაიძულებთ. ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს და მეტი ყურადღება დაუთმეთ წვრილმან დეტალებს. სამომავლო გეგმები უმჯობესია არავის გაანდოთ.

სასწორი. შეეცადეთ დღეს ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ საკუთარ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს და თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისთვის დაგაჯილდოვებთ. არსებობს შანსი იმისა, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს გარკვეული ცვლილებები, როგორც ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში. ნუ წახვალთ სტუმრად და ნურც თქვენთან დაპატიჟებთ ვინმეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან.

მორიელი. დღეს ზებუნებრივი ძალები გიცავენ და გმფარველობენ. კარგი დღეა უძრავ ქონებაში ფულის დასაბანდებლად. შეიძლება საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოგიხდეთ. ქრონიკული დაავადების მქონე მორიელებმა არ უნდა დაკარგოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ კონტროლი.

მშვილდოსანი. შეძლებისდაგვარადა გაატარეთ ეს დღე სახლში: დაალაგეთ, დაკავდით რემონტით, გააკეთეთ კონსერვები... დიდ ფულთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავება არ ღირს, - მოსალოდნელია სიცრუე და ქურდობა. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად წადით კინოში, თეატრში ან უბრალოდ ქალაქში სასეირნოდ.

თხის რქა. შეეცადეთ ყველა საქმე გადადოთ და კარგად დაისვენოთ. ხელსაყრელი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად, საქმეებისათვის, რემონტის დასაწყებად ან კეთილმოწყობისათვის. ერიდეთ შინაური ცხოველის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას. ძალიან წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, რაც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

მერწყული. გინდათ, რომ ცხოვრება თქვენს გარშემო დიდი სიჩქარით მიექანებოდეს... რომ ადამიანები ერთიმეორის მიყოლებით ცვლიდნენ ერთმანეთს... რომ ყველაფერი გასაგიჟებლად ლამაზი იყოს... სურვილი ძალიან კარგია, მაგრამ ამისათვის გარჯაც საჭიროა. და ნუ დაივიწყებთ სიფრთხილეს.

თევზები. პროფესიულ სფეროში შეცდომები და წარუმატებლობები გელით. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და ნუ გააფორმებთ მნიშნელოვან დოკუმენტებს. შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით. პირად ცხოვრებაშიც გაუგებრობები, შეცდომები, სასიყვარულო იმედგაცრუება, ეჭვიანობა ან წყენებია მოსალოდნელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა