თეგებით ძიება
10. 04. 2020 ბიზნესი

ონლაინ კურსი: პროექტების მენეჯმენტი არაკომერციულ/არასამთავრობო სექტორში.

CSD INTERNATIONAL აცხადებს მიღებას ონლაინ სასერტიფიკატო ტრენინგ კურსზე პროექტების მენეჯმენტი არაკომერციულ/არასამთავრობო სექტორში.

ტრენინგი მოიცავს ლექციებს, ვორქშოფებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სამუშაოებს, ამავდროულად, წასაკით მასალებს. თითოეული აქტივობა მსმენელს საშუალებას აძლევს მიღებული ცოდნა გამოიყენოს მისი საქმიანობის სასარგებლოდ.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვისაც აინტერესებს პროექტების მენეჯმენტი და აქვს სურვილი მოღვაწეობა გააგრძელოს/დაიწყოს არასამთავრობო/არაკომერციულ სექტორში.

ონლაინ კურსში მონაწილეობისათის წინანსწარი განათლება ან გამოცდილება არაა აუცილებელი.
პროგრამის განმავლობაში დამსწრე პირები გაეცნობიან სხვადასხვა წარმატებულ მაგალითებს და შეეძლებათ იმუშაონ თავიანთი პროექტის განვითარებაზე.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე კვირაში 2 ჯერ

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და 10 შერჩეულ მონაწილეს გადაეცემა 100%-იანი გრანტი.

გრანტის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია: shorturl.at/dhCS4

CSD INTERNATIONAL საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მდგრადი განვითარების მიმართულებით წარმატებით ატარებს სხვადასხვა პროექტებბს, აქტიურად ცდილობს აამაღლოს ამ თემებზე საზოგადოების განათლების დონე და დაეხმაროს მათ, გაიუმჯობესონ ცხოვრების დონე.


ორგანიზაციაზე მეტის გასაგებად ესტუმრეთ ბმულბებს:

https://medium.com/csd-international
https://www.facebook.com/centerforsustainabledevelopmentcsd
https://www.linkedin.com/company/19174809
https://www.instagram.com/csdinternational/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა