თეგებით ძიება
13. 04. 2020 ბიზნესი

როგორ გავყიდოთ საკუთარი პროფესია?!

Sales Home • გაყიდვების სახლი-მა უფასო ონლაინ ტრენინგები და კონსულტაციები დაიწყო, მათთვის, ვინც ახლა სამსახურის გარეშე დარჩა!

„Forget your job title, everyone is in sales“-ჩემი საყვარელი ფრაზაა, ამ კონცეფციას წლებია ვემსახურები, თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ცოტა უჭირთ ქართულ საზოგადოებას იმის აღიარება, რომ ჩვენ ყველანი გაყიდვებში ვართ, მიუხედავად პროფესიისა, ასაკისა და ინტერესისა. ეს არის პროფესია, რომლის არჩევანიც თითქოს და არ გაქვს. დაწყებული იდეებით, დამთავრებული საკუთარი თავითა და პროფესიით, ჩვენ ყველაფერს ვყიდით, იმისთვის რომ ვრეალიზდეთ.

ამ ყველაფერს, და არა მხოლოდ ამას, ემსახურება ჩემი ცენტრი - Sales Home-რომ ვასწავლოთ ადამიანებს, კომპანიებსა და ნებისმიერ დაინტერესებული პროფესიის წარმომადგენლებს-გაყიდვები-ანუ საკუთარი პროფესიისა და საქმის სწორად პოზიციონირება!

ახლა ეს ყველაზე აქტუალური თემაა. ძალიან ბევრმა დაკარგა სამუშაო, საარსებო! Linkedin-ზე უამრავი შეტყობინება მხვდება, იმასთან დაკავშირებით, როგორ გამოიყენონ საკუთარი უნარები და პირველადი თუ შეძენილი პროფესიები, რომ არ დარჩნენ სახლებში უფუნქციოდ ან მოლოდინის რეჟიმში.

კომპანიებს კი - ინტენსიური კონსალტინგი. გადავწყვიტე, რაც შემეძლო, დავხმარებოდი თანამოქალაქეებს კრიზისის დაძლევაში. ონლაინ ტრენინგებით, ნაწილობრივ ისედაც ვმუშაობ ბოლო წელია უკვე, თუმცა ახლა ჩემი ვებინარები ემსახურება არა მხოლოდ ფასიან ონლაინ ტრენინგებსა და კონსულტაციებს, არამედ უფასოებსაც, მათთვის, ვინც ახლა დროებით უმუშევარი დარჩა!

დავიწყე კამპანია #ერთადერთმანეთისთვის-წესები ძალიან მარტივია: დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე და შეავსონ შეკითხვების ველი, შემდეგ მოხდება დაკავშირება და ონლაინ ტრენინგი, თავისი კონსულტაციით.(http://bit.ly/2U34Jo4)

გარდა ამისა, ცენტრი სრულიად გადავიდა ონლაინ რეჟიმზე და ახლა უკვე ნებისმიერი ქალაქიდან ეძლევა საშუალება დაინტერესებულ პირებს ჩაერთონ გაყიდვების მართვის სრულ ონლაინ კურსზე: ➡️ http://bit.ly/3a14oaW

იმედი მაქვს, მალე გადაივლის მიმდინარე პროცესები. სწრაფად მოგვიწია „გაციფრულება“ და მექანიკურობიდან ამოვარდნა. ეს სამყაროს ერთგვარი ნიშანია და უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ამ ახალ, გაციფრულებულ სამყაროს კი ახალი ადამიანები ახალი უნარებით სჭირდება! ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ!
ხათუნა მდინარაძე-გაყიდვებისა და მოტივაციის ტრენერი, Sales Home-ის დამფუძნებელი.
#ერთადერთმანეთისთვის!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა