კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 13–19 აპრილის პერიოდში
ამ კვირაში ვარსკვლავებისა და პლანეტების მდგომარეობა იმგვარი იქნება, რომ ყველას მოგვეცემა არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა, ოცნების რეალობად ქცევა.
მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივაა, ჯერ ჩვენში იბადება და შემდეგ გამოდის გარეთ და მატერიალურ სამყაროდ ყალიბდება.
კვირის ასტროპროგნოზი დაგეხმარებათ, გაიგოთ, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ამ კვირაში და აქედან გამომდინარე, რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში
გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და შეძლებთ, თავიდან აირიდოთ უსიამოვნო მომენტები ან მათი გავლენა თქვენზე.
ვერძი
ყველაზე რთული დღეები ვერძებისთვის ორშაბათი და კვირა იქნება. ორშაბათი ვერძებისთვისთვის ისედაც რთული დღეა, კვირას კი პლანეტების პოზიტიური ენერგეტიკის ძლიერი ვარდნაა მოსალოდნელი. ამიტომ აუცილებელია, საჭირო ტალღაზე აეწყოთ.
შუა კვირაში კი ყველა სარბიელზე წარმატებები გელოდებათ. მნიშვნელოვანია, რომ მოქმედების გეგმა გქონდეთ. თუ ორ კურდღელს გაედევნებით, წარმატებებს მიაღწევთ, მაგრამ დიდი ძალისხმევა და სიფრთხილე დაგჭირდებათ. კარგი დროა ახალი წამოწყებებისთვის.
კურო
კუროებისთვის დგება პერიოდი, როდესაც შთაგონებით შეგიძლიათ იმოქმედოთ. ასეთ მომენტებში ენთუზიაზმი და მოტივაცია ჭარბადაა. პრობლემების გადასაჭრელად შეგიძლიათ შემოქმედებითი საწყისი ჩართოთ, ასე მაქსიმალურ შედეგებს მოკლე დროში მიიღებთ. ეს იქნება ძალზე დინამიკური, კაშკაშა კვირა, როდესაც ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ.
მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ არ გადაიღალოთ, ამიტომ მუშაობა დასვენებით ჩაანაცვლეთ ხოლმე. რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, აქ ხუთშაბათიდან აქტიურობა გმართებთ.
ტყუპი
ეს პერიოდი თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზების თვალსაზრისით საკმაოდ გულუხვი იქნება. მოგიწევთ მტკიცედ მოქმედება, რათა შესაძლებლობა არ გაუშვათ ხელიდან. შესაძლოა, დახმარების თხოვნა დაგჭირდეთ, ამიტომ არ გაიფუჭოთ ურთიერთობები გარშემომყოფებთან. ეს იქნება უნივერსალური დრო, როდესაც ერთდროულად სხვადასხვა სფეროში შეძლებთ წარმატების მიღწევას.
დიდ როლს შეასრულებს თავდაჯერებულობა და ოპტიმიმი. არ ღირს დროის დაკარგვა უსარგებლო კონფლიქტებე. ასტროლოგები გირჩევენ, ადამიანებთან თავაზიანი იყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს ფუჭად დაკარგავთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ძალზე ხელსაყრელი პერიოდი დგება. ერთადერთი, რაც არ გეყოფათ, დრო და ძალაა. მოგინდებათ რომ ყველა სფეროში მიაღწიოთ წარმატებებს, მაგრამ არჩევნის გაკეთება მოგიწევთ.
წაგადგებათ სუფთა ჰაერზე სეირნობა. ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი. სუფთა ჰაერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. შუა კვირიდან პლანეტების ენერგეტიკა დაიკლებს. პარასკევსა და შაბათს მოერიდეთ მანიპულატორებსა და ტოქსიკურ ადამიანებს. ამ დღეებში აჯობებს, თუ მნიშვნელოვან საქმეებს მარტო გააკეთებთ.
ლომი
ლომები ძალზე აქტიური და ენერგიული ადამიანები ხართ. ამ კვირაში თქვენი ძალები გაიზრდება, ერთადერთი, 13 აპრილს დაუცველობის შეგრძნება გაგიჩდნებათ. პირველ ორ დღეს გარშემომყოფებთან ფრთხილად იყავით. ოთხშაბათიდან უკვე მოსალოდნელია კარდინალური ცვლილებები სიყვარულსა და მუშაობაში.
სიყვარულში მეტად უნდა იაქტიუროთ. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანს, ან, თუ არ გყავთ პარტნიორი, მის ძებნას. უქმეები თქვენთვის ყველაზე რომანტიკული დრო იქნება მთელი თვის განმავლობაში.
ქალწული
ქალწულებს გაქვთ უნარი, ადამიანები თქვენდამი სიმპათიით განაწყოთ. ამაში ბუნებრივი გულწრფელობა გეხმარებათ. ამ კვირაში თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდება, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმონიაში იქნებიან ერთმანეთთან.
კარგი იქნება, თუ თქვენი ახლობელი ადამიანი მზად იქნება კომპრომისზე წასვლისთვის. თუ ასე არ მოხდა, ამის გაკეთება თქვენ მოგიწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ გამოთქვათ უკმაყოფილება, პრეტენზიები, არ გააკრიტიკოთ საყვარელი ადამიანი. სასურველია, ადამიანებს მხოლოდ სასიამოვნო რამეებზე ესაუბროთ.
სასწორი
იდეალური დროა შენაძენებისთვის – როგორც დიდი, ისე მცირე, მნიშვნელოვანი და არც ისე. შოპინგი განწყობას აგიმაღლებთ. ვარსკვლავები და პლანეტები ჩანაფიქრის ასრულებაში დაგეხმარებიან.
შესანიშნავი პერიოდია რომანტიკისა და ფლირტისთვის. კვირა საინტერესო მოვლენებით იქნება სავსე. საუკეთესო შედეგების მისაღწევად აქტიურობა და გამარჯვებისთვის განწყობა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ, არ იფიქროთ, რა უფრო მნიშვნელოვანია – სამუშაო თუ სიყვარული, წარმატება ორივეგან გელოდებათ.
მორიელი
ამ კვირაში ვარსკვლავები და პლანეტები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში არიან, მაგრამ მხოლოდ კვირის პირველ ორ–სამ დღეს. ოთხშაბათ საღამოდან უკვე ენერგიის მომატება და განწყობის გაუმჯობესებაა მოსალონდელი. 13–14 აპრილს მოგიწევთ ლიგიკით და არა ინტუიციით ხელმძღვანელობა.
კვირის მეორე ნახევარში მოგიწევთ მეტი ყურადღების დათმობა მეგობრებისა და ახლობლებისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიურობა. არ ღირს თავის თავში ჩაკეტვა და საკუთარი შიშებისა და პრობლემების გულში ჩაგროვება. ასეთ შემთხვევაში გაუგებრობები გელით. ეცადეთ, კონფლიქტებს თავი აარიდოთ. ყურადღებით იყავით უცნობებთან ურთიერთობებისას.
მშვილდოსანი
მშვილოდსნებს მეტი მოქნილობა დაგჭირდებათ. არ ღირს კოლეგებისა და მეგობრების საკუთარი ავტორიტეტით დათრგუნვა, კონფლიქტი ახლობლებთან. იღბლიანობის შესანარჩუნებლად მოქნილობა მთავარი პირობაა. უნდა აარიდოთ თავი ვინმეს წყენინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიების დამსახურება ძალიან გაგიჭირდებათ. ეს განსაკუთრებით ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით პერიოდს ეხება.
ახლა ყველაზე მთავარი ემოციური ჯანმრთელობა და ძლიერი ენერგეტიკაა. სტაბილურობის მისაღწევად კვირის დასაწყისში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. ეს იქნება რთული პერიოდი, როდესაც უნდა დაეყრდნოთ ლოგიკასა და სიბრძნეს და არა იღბალს.
წაიკითხეთ სრულად