თეგებით ძიება

16 აპრილის ასტრლოგიური პროგნოზი

ვერძი. სიკეთით სავსე, კარგი და პოზიტიური დღეა. პრობლემები თავისთავად მოგვარდება. ენერგია და მუშაობის ხალისი მოჭარბებული გექნებათ. გაბედულად შეგიძლიათ გეგმები დასახოთ, - მათ გახორციელება ელით. თუ დიდი ხანია საყვარელ ადამიანთან უხერხულ თემაზე საუბარს ვერ ბედავდით, დღეს ამისი დრო მოვიდა.

კურო. ეს დღე ინიციატივის გამოჩენისა და აქტიური ქმედებებისთვის არ განგაწყობთ. ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა და ნურც შეეცდებით ამისკენ სწრაფვას. არ ღირს გადაღლა სამსახურში - ეს მთელ ენერგიას წაგართმევთ. განწყობაზე კარგად იმოქმედებს ქალაქგარეთ გასეირნება.

ტყუპები. დაძაბული დღე გელით. ფრთხილად იყავით. არსებობს სერიოზული ტრავმის მიღების საშიშროება.

კირჩხიბი. კიდევ ერთი არასასიამოვნო დღე გელით კირჩხიბებს. შესაძლოა აგრესიასა და თვალთვალთან მოგიხდეთ შეჯახება. ძლიერი ემოციები ან სხვისი გავლენა მთლიანად შეგიპყრობთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გამოიჩნეთ სიფრთხილე, გონიერება და თავშეკავება. არ ღირს ღამით სეირნობა. ასევე არ ღირს დღეს ახალი ნაცნობის გაჩენა.

ლომი. ამ დღეს ისეა თქვენთვის აუცილებელი მოდუნება და დასვენება, როგორც არასდროს. თუ სამუშაო დღე გაქვთ, გამოძებნეთ დრო უბრალოდ ზარმაცობისთვის. წამოწექით დივანზე, წაიკითხეთ წიგნი ან უყურეთ ტელევიზორს. საღამოს კარგი იქნება თუ სახლიდან არ გახვალთ.

ქალწული. ძალიან წარმატებული დღეა არაკეთილმოსურნეებთან ღიად დასაპირისპირებლად. საკუთარი შინაგანი აქტივობითა და ენერგიულობით შეძლებთ მათთან გამკლავებას. წარმატებულად წარიმართება საქმეები სამსახურში. გაგიუმჯობესდებათ ურთიერგაგება თანამშრომლებთან და ხელქვეითებთან. კარგი პერიოდია საკუთარ სხეულზე ზრუნვისათვის, მასაჟის კურსის ჩასატარებლად. თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება ინდივიდუალური ან საყვარელი საქმიანობით დაკავება.

სასწორი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის არასასურველია მძიმე ფიზიკური შრომა. ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. სამსახურში შესაძლოა გაგირთულდეთ ურთიერთგაგება თანამშრომლებთან და პარტნიორებთან. არ ღირს მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება და ახალი საქმის პროექტირება, - მათ წარუმატებლობა ელით. ამ დღეს მოსალოდნელია ჩხუბი შეყვარებულებს შორის ან გაუგებრობები ოჯახურ ურთიერთობებში.

მორიელი. ამ დღეს სამუშაო მთლიანად დაგიპყრობთ და ამიტომ არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანების სიურპრიზებით განებივრება, მათ ეს დაიმსახურეს.

მშვილდოსანი. დაიწყეთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან: დაივიწყეთ წყენები, დააბრუნეთ ვალები, აპატიეთ მწყენინებლებს და თავად დაინახავთ როგორ დაგილაგდებათ ყველაფერი თავ-თავის ადგილზე. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას: განსაკუთრებით გულსა და თვალებს. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ. მათ ძალიან ესაჭიროებათ თქვენი ყურადღება.

თხის რქა. თქვენი მთავარი მისიაა - გაუგოთ ადამიანებს, რომლებიც გარს გახვევიან. კონფლიქტურ სტადიაში მყოფი ვერ შეძლებთ საკუთარი თავისთვის რაიმე კარგის გაკეთებას. თუ ქალაქიდან გასვლის შანსი მოგეცემათ, ისარგებლეთ ამით. მგზავრობა ბევრ სიამოვნებასა და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ.

მერწყული. თქვენს გულში სევდამ დაისადგურა. თითქოს ამის მიზეზი არ არსებობდა, მაგრამ მაინც... გააკეთეთ დღეს შესვენება და მოიწყვეთ დღესასწაული საკუთარი თავისთვის.

თევზები. სიკეთით აღსავსე, ბედნიერი დღე გელით. დაკავდით საკუთარი თავის შეცნობითა და სრულყოფით, დაიტვირთეთ სასიამოვნო მოგონებებით. შეძლებთ გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები და შეურიგდეთ მათ, ვისაც აწყენინეთ. დღეს წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობა მყარი და ჰარმონიული იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა